სახლთან ახლოს

12 ნოემბერი 2008 – 12 ნოემბერი 2008

თბილისის ისტორიის მუზეუმი

12 ნოემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში იხსნება გამოფენა "სახლთან ახლოს". ფოტო-ობიექტივით შესრულებული ნამუშევრების გამოფენას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისრვა ფოტო-ხელოვანი წარმოგვიდგენს.გამოფენა არის ნაწილი ბრიტანეთის საბჭოს ვრცელი პროექტისა "ვიცხოვროთ ერთად"რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით ხორციელდება და მიგრაციისა და იძულებითი გადაადგილების საკითხებს ეხება.
გამოფენის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, დაიწყოს კვლევა იმისა, თუ როგორია მიგრაციული ჯგუფების გავლენა თანამედროვე საზოგადოებაზე, რომელმაც მეტწილად არაფერი იცის მათ არსებობაზე; თუ როგორ მიმდინარეობს ამ ჯგუფების ახალ გარემოსთან შეგუების პროცესი და როგორ ვითარდებიან ისინი ახალ სოციალურ სტრუქტურებში. გამოფენა პირველად ლონდონში ჩატარდა და ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობს.
გამოფენაში "სახლთან ახლოს" მონაწილეობენ ფოტოხელოვანები: დეივიდ კრიდონი,ფირუზა ხალაპიანი, იუვალ იაირი, დანა პოპა, ჯორჯ ჯორჯიუ, გიულსუნ კარამუსტაფა,აივორ პრიკეტი და სეილა კამერიჩი.