მიშა იაშვილის ნამუშევრების გამოფენა

17 ოქტომბ. 2014 – 30 ოქტომბ. 2014

ხელოვნების მუზეუმი

2014 წლის 17 ოქტომბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ მხატვარ მიშა იაშვილის (1954-2012) ნამუშევრების გამოფენაზე.

მიშა იაშვილი მე-20 საუკუნის ქართველ 80-იანელთა ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფერმწერი და გრაფიკოსი იყო. მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მრავალ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ავტორის ნამუშევრები დაცულია ხელოვნების მუზეუმსა და სხვადასხვა გალერეებში და აგრეთვე არაერთი ქვეყნის მრავალრიცხოვან კერძო კოლექციებში. იგი აგრეთვე გახლდათ სამხატვრო აკადემიის კინო-ტელე ფაკულტეტის პროფესორი.

გამოფენა ეძღვნება მხატვრის 60 წლის იუბილეს.

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს მხატვრის 40-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

გამოფენაზე შედგება მიშა იაშვილის ნამუშევრების კატალოგის  პრეზენტაცია.

ექსპოზიცია იმართება  საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ორგანიზაცია  ,,ბავშვი და გარემო" ორგანიზებით. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

გამოფენა გაგრძელდება 2014 წლის 30 ოქტომბრამდე.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.