VICTIMA - II

25 სექტემბ. 2014 – 12 ოქტომბ. 2014

ეროვნული გალერეა

2014 წლის 25 სექტემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გიწვევთ გია ბუღაძის გამოფენაზე სახელწოდებით  „VICTIMA – II“.

გამოფენა VICTIMA, რაც ქართულად მსხვერპლს ნიშნავსომს, ოკუპაციასა და დევნილობის თემას ეხება და საქართველოში მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ადამიანების ყოფას ეძღვნებაგამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებით მხატვარი გამოხატავს მის დამოკიდებულებას  იმ მტკივნეული თემის მიმართ, რასაც საკუთარი სახლის, მიწაწყლის დაკარგვა ჰქვია.   ავტორი მხატვრობაში გადატანილი საკუთარი ემოციებით უამბობს დამთვალიერებელს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ რთულ ეტაპზე ნამუშევართა სამნაწილიანი ციკლით – VICTIMA (მსხვერპლი),  PROFUGA  (დევნა),  LACRIMOSA  (გლოვა) გააერთიანარომელიც გარკვეულწილად რექვიემადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

გამოფენაზე წარმოდგენილი სერია მხატვრის 20-მდე ნამუშევარს შეადგენს. ეს გახლავთ სიმბოლურ-ალეგორიული ხატსახეები, რომელიც ერთ მეტაფორულ სახედ არის წარმოდგენილი და აგრეთვე , ხის 700 სახლი, რომელიც წეროვანში დევნილთა დასახლებაში ჩადგმული სახლების ზუსტი ანალოგია.

გია ბუღაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში. 2005 წლიდან არის ღირსების ორდენის კავალერი. მიღებული აქვს ვატიკანის მედალიკარლოს მაგნუსიდა სხვა მრავალიმოხატული აქვს მარტინ ლუთერის ეკლესია ბერლინში, წმინდა ნინოს ეკლესია პარიზში. აგრეთვე მას ეკუთვნის პიაცას გუმბათის (ბათუმი), საქართველოს პარლამენტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუმბათის მოხატულობა და სხვ.  2003- 2011 წლებში გია ბუღაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გახლდათ, ამჟამად იგი ასწავლის თბილისის სახელმწიფო, თბილისის თეატრისა და კინოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.