ბავშვები

15 აპრილი 2014 – 26 აპრილი 2014

თბილისის ისტორიის მუზეუმი

15 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ნინო გელაძის გამოფენას სახელწოდებით,,ბავშვები". 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნინო გელაძის ნამუშევრები, ფერწერა, გრაფიკა, ოფორტი. ნამუშევრები ასახავენ ჩვეულ ყოფაში დავიწყებულ დასუფთა, ოცნებასთან გაიგივებულ სამყაროს, რომელსაც ბავშვთა პორტრეტები ქმნიან. 

ნინო გელაძე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებულია. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. გამოფენებში 1981 წლიდან მონაწილეობს.  მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში გერმანიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და რუსეთში. 

ნინო გელაძის მიერ შემოთავაზებული, სუფთა და მშვიდი განცდებით აღსავსე სახეთა გალერეა ქმნის ყოველდღიურობაში დავიწყებულ განწყობას,რომელიც ადამიანთა ფიქრს მუდამ მარადიულისკენ წარმართავს. 

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.