დამოკიდებულება

12 დეკემბერი 2013 – 04 იანვარი 2014

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2013 წლის 12 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი აბრამიძის ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით ,,დამოკიდებულება“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, რომლებიც მეტყველებს ავტორის პოზიციაზე, მის დამოკიდებულებაზე დროსთან და სივრცესთან. ავტორის ნამუშევრები გვაფიქრებს თანაარსებობაზე, დამოკიდებულებაზე რეალურად არსებულ ყველა სულიერთან და უსულოსთან, სიყვარულზე, სამყაროზე.
ყოველივე ამას, გიორგი აბრამიძე შერეული ტექნიკით, იუმორითა და ალეგორიზმით ქმნის. ,,დამოკიდებულება“ და ,,წუთიერი დაფიქრება“, რასაც ავტორი გვთავაზობს, სხვადასხვა თემებშია ასახული: ,,მუზეუმი“, ,,ხელის გული“, ,,მარადმწვანე“, ,,კავშირი“, ,,ინტერვიუ“, ,,ვარდისფერი არქიტექტურის გაფრენა“, ,,გაუმარჯოს“, ,,ასო ,,ს“-ს“, ,,ჰიბრიდული ხარ-კამეჩი“, ,,წამზომი“ და ,,დაჭრილი ჩიტი“.

ავტორის ნამუშევრები მარადიულ ფასეულობებს, სამყაროს უმთავრეს მთხოვნილებებს, ადამიანურ გრძნობებსა და ჩვენს ირგვლივ არსებულ სინამდვილეს აღწერს.

მისამართი:  ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.