შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა

28 ნოემბერი 2013 – 16 დეკემბერი 2013

ხელოვნების მუზეუმი

2013 წლის 28 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენას.

შალვა მატუაშვილი დაიბადა 1958 წელს წინანდალში, 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. გამართული აქვს არაერთი პერსონალური გამოფენა, აგრეთვე მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში როგორც ადგილობრივი, ისე  საერთაშორისო მასშტაბით. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, მოსკოვის აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმსა და სხვადასხვა კერძო კოლექციებში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შალვა მატუაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპის ამსახველი ასამდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 16 დეკემბრამდე.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.1.