თანამედროვე ქართველ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა

07 მარტი 2013 – 25 მარტი 2013

ხელოვნების მუზეუმი

2013 წლის 7 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართველ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენას.

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს თანამედროვე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების აღიარებულ და ახალგაზრდა შემოქმედთა ჟანრობრივად მრავალფეროვანი ახალი ნამუშევრები - პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, გობელენი, ბატიკა და ა.შ. ექსპონირებული იქნება აგრეთვე სხვადასხვა მასალით შესრულებული ქანდაკებები.

გამოფენაზე წარმოდგენილი თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრები გამოირჩევა ეროვნული თემატიკით, მხატვრულ ფორმათა ორიგინალური სტილიზაციითა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით.

გამოფენა გაგრძელდება 25 მარტამდე.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.1