მსგავსება

06 თებერვ. 2013 – 15 თებერვ. 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2013 წლის 6 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით,,მსგავსება".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მხატვრის ინგა ბატატუნაშვილის ნამუშევრები. მან სცადა ერთ მთლიანობად შეეკრა პორტრეტების სერია და წარმოედგინა, როგორც ერთი ნამუშევარი, სახელწოდებით ,,მსგავსება".

ყოველ მათგანში დევს აზრი, რომლის მიხედვითაც, თითოეული ადამიანი თავისი არსით უნიკალური და განუმეორებელია, მაგრამ მხატვარი თავის პერსონაჟებში ხედავს ერთ პატარა ნაწილს, რაც მისთვის გამაერთიანებელია.

პორტრეტული ასოციაციები ნათლად ასახავს იმ  უნარს, რაც სრულიად ახალგაზრდა მხატვრის მიერ, ხასიათის და განცდის ყველაზე გამოკვეთილი შტრიხების დანახვაშია. ინგა ბატატუნაშვილის სურვილი კონკრეტულია: გამოარჩიოს მთავარი, დააფიქსიროს განწყობა.

გამოფენა 2013 წლის 15 თებერვლამდე გასტანს.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)