თბილისის პირველი ტრიენალე - Offside Effect / ხელოვნება / განათლება / კვლევა /

20 ოქტომბ. 2012 – 20 ნოემბერი 2012

ხელოვნების მუზეუმი

2012 წლის 20 ოქტომბერს 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ პირველი ტრიენალეს - Offside Effect (თამაშგარე ეფექტი) - გახსნას.

თბილისის პირველი ტრიენალე მოიცავს მრავალფეროვან კურატორულ მეთოდებსა და მიდგომებს, სადაც ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ვიზუალური ხელოვნების პრაქტიკას, არამედ სახელოვნებო განათლებასა და მასთან დაკავშირებულ კვლევის ფორმებს.

Offside Effect (თამაშგარე ეფექტი): თამაშგარე ეფექტის ცნება შეიძლება სხვადასხვა მეტაფორულ ჭრილში გავიგოთ. მაგალითად, მხატვრული აზროვნების შემთხვევაში, როგორც ცოდნის პროდუქციის ფორმალური ჩარჩოების რღვევა. აგნოსტიკურ ჭრილში კი შესაძლოა ის განვიხილოთ, როგორც ლაბორატორიულ განათლებაზე დაფუძნებული ჰეტეროგენული ფორმა, რომელიც არღვევს ჰომოგენიზაციის პროცესს. თბილისის ტრიენალე - Offside Effect-ის ძირითადი ამოცანაა სხვადასხვა სახის აქტივობების ფორმით მრავალფეროვანი პრაქტიკა ასახოს და წამოადგინოს. მაგალითად, ეკონომიკური, მეთოდოლოგიური და სტრატეგიული მიდგომა, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია მხატვრული აზროვნების ექსპერიმენტულ სფეროსთან.

გამოფენა 2012 წლის 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. #1