სამუზეუმო კუნძული ბერლინში – თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა

19 სექტემბ. 2012 – 19 დეკემბერი 2012

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის გოეთეს ინსტიტუტისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ორგანიზებული გამოფენა "სამუზეუმო კუნძული ბერლინში - თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა" წარმოგიდგენთ ამ ორ ქალაქში მდებარე მნიშვნელოვან ისტორიულ-სამუზეუმო ქსელს. გამოფენა მიზნად ისახავს იმ სირთულეებისა და ამოცანების  წარმოჩენას, რომლის წინაშეც დგას ბერლინისა და თბილისი მუზეუმები. კერძოდ, კოლექციების დაცვა, ინტერპრეტაცია და გამოფენა ახლადაშენებულ თუ ისტორიულ შენობებში.

გამოფენაზე წარმოდგენილი გრაფიკული მასალა, ფილმი, ფოტოები, ტექსტები და ნივთები მოგვითხრობს ბერლინის სამუზეუმო კუნძულისა და თბილისის სამუზეუმო უბნის შესახებ.

ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს კოლექციებს შესაბამისი სივრცე მოვუნახოთ, სადაც ისინი საუკეთესოდ იქნება დაცული, გასაგებად და გემოვნებით წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია პოლიტიკის, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს, რომ ხელოვნებამ და ცოდნისკენ სწრაფვამ ხელი შეუწყოს ორივე დედაქალაქის ცენტრის განვითარებას.