ფოტოხელოვნება

04 დეკემბერი 2010 – 24 იანვარი 2011

თბილისის ისტორიის მუზეუმი

ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენა „ფოტოხელოვნება", რომელსაც წარმოადგენს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.

უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის გამოფენას კურატორობას უწევს ვულფ ჰერცოგენრატი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რვა გერმანელი ხელოვანის ფოტოგრაფიული ნამუშევარი, რომელთა შემოქმედებაშიც ფოტოგრაფიას ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც მხატვრობას, გრაფიკას და პერფორმანსს.

დიტერ აპელტი, ანა და ბერნჰარდ ბლუმები, თომას ლორშუეცი, იურგენ კლაუკე, ასტრიდ კლეინი, ზიგმარ პოლკე, კლაუს რინკე, კატარინა ზივერდინგი - ეს რვა სახელი გერმანიის თანამედროვე ხელოვნებას სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს.
გამოფენაზე წარმოდგენილი რვა კომპლექსური ნამუშევრიდან თითოეული ერთი მთავარი ნამუშევრის მცირე რეტროსპექტივას ქმნის. ნაჩვენებია მოტივების თანმიმდევრობა და კომბინაციები, ქიმიური ექსპერიმენტული პროცესები, შეცვლილი ფორმატირება, სამოყვარულო, სარეპორტაჟო და სარეკლამო ფოტოგრაფიის ნიმუშები. ასეთი რეტროსპექტივა ქმნის ახალ, მხოლოდ ფოტოგრაფიისთვის შექმნილ სასურათე კომპოიზიციებს, რომლებიც მასობრივი მედია საშუალებების კონცეპტუალურ სიმძაფრეს ეჭვის ქვეშ აყენებს.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.