საზღვრებს მიღმა

28 აპრილი 2010 – 05 მაისი 2010

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ქართულ-ჰოლანდიურ გამოფენას სახელწოდებით ,,საზღვრებს მიღმა". ჰოლანდიელ ხელოვანთა შემოქმედებასთან ერთად,ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნბება,იმ ქართველი მხატვრების ნემუშევრები,რომელთაც რეგულარული კავშირი აქვთ ნიდერლანდებთან.
პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ქართველი მხატვრებისათვის,რომელთაც მანამდე სხვადასხვა მიზეზების გამო არ ჰქონიათ იმისი შესაძლებლობა, რომ გამოეფინათ თავისი ნამუშევრები და გაეზიარებინათ საკუთარი აზრი, შეხედულებები ჰოლანდიელ მხატვრებთან.
ნიდერლანდების მხრიდან, მონაწილეობას იღებს 5 ხელოვანი: კრისტინა ვაუდო, ელს ვანტეეფელენი, კარინ ოპელანდი, მაიკე ვან დალენი და მედეა ჯაფარიძე. ხუთივე ხელოვანს სხვადასხვა პერიოდში შეხება ჰქონიათ ქართული ხელოვნების სამყაროსთან.საქართვლოს მხრიდან კი - კოტე სულაბერიძე/ნინო ჭილაშვილი, კოტე ჯინჭარაძე, გეგაქუთათელაძე, კახა ჩხატარაიშვილი, გოჩა გოძიაშვილი.
გამოფენა გაიხსნება საზოგადოებრივი დისკუსიებით, სადაც მოწვეული იქნებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის სასულიერო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა საზოგადოების წარმომადგენლები. ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი და ჰოლანდიის საელჩო საქართველოში.