მუზეუმის ფესტივალი ◆ უცხოს გავლით

17 მაისი 2019 – 21 მაისი 2019

თბილისის ისტორიის მუზეუმი

#მუზეუმისფესტივალი #GNMuseumFest

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „უცხოს გავლით", რომელიც აერთიანებს სამ მხატვარს: ანდრეა ბარძაგის, მანანიკო კობახიძეს და ლორენცო პინჯიტორეს.

სამივე მხატვარმა გადაკვეთა ნაცნობი გარემოს საზღვრები და ჩაერთო პროგრამაში „იტალია-საქართველო, რეზიდენცია ხელოვანებისათვის".

ანდრეა ბარძაგი (დაბ. 1988, იტალია) და ლორენცო პინჯიტორე (დაბ. 1985, იტალია) ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ თბილისში. მანანიკო კობახიძე (დაბ. 1991, საქართველო) ასევე ერთი თვის განმავლობაში იყო სახელოვნებო რეზიდენციაში, ტურინში. ხელოვანები ამ დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ ნივთებს, სივრცეს, ადამიანებს. მათ გადაკვეთეს უცხოს, უცნობის საზღვარი, გაიარეს მის მიღმა და შეეცადნენ ეპოვათ დროებითი კომფორტის ზონა ახალ გარემოში, სადაც ახალი შთაბეჭდილებები და საგნები დააკავშირეს თავიანთ შემოქმედებით სამყაროსთან.

გამოფენა ხორციელდება საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. მემორანდუმის ფარგლებში, სსიპ შემოქმედებითი საქართველო და იტალიური ფონდი IGAV-ი ახორციელებენ ყოველწლიურ პროგრამას „იტალია - საქართველო - გაცვლითი პროგრამა, რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის". აღნიშნული გამოფენა ამ პროგრამის პირველი ეტაპის შეჯამებულ ნაწილს წარმოადგენს.
პროგრამა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების და თანამშრომლობის გაღრმავებას. ყოველწლიური პროგრამა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის შემოქმედებითი იმპულსებისა და იდეების გაცვლის შესაძლებლობაზეა ორიენტირებული.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს" და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის თანაორგანიზებით.

გამოფენა ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და არტინფო ჯორჯიას მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნა: 17 მაისი | 16:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 17 - 21 მაისი, 2019
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ.N8

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია! 

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე. 

ბილეთის საფასური:
ზრდასრული 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის (გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ თქვენი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი).