სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი

27 სექტემბ. 2018 – 07 ოქტომბ. 2018

საქართველოს მუზეუმი

ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანი, ორელიენ ვილეტი (Aurelien Villette) დედამიწის გარშემო მოგზაურობისას 2016 წელს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ოკუპირებულ აფხაზეთში შეჩერდა. ფოტოხელოვანი სრულიად განსხვავებული რაკურსით, ემოციურად გადმოსცემს ამ ადგილებში დასადგურებულ ნოსტალგიას, სიჩუმეს, მარტოობას - მე-20 საუკუნის რამდენიმე შეჩერებულ ათწლეულს. მის ფოტოობიექტივში მოხვდა მიტოვებული და დანგრეული სანატორიუმები, სასტუმროები, სახლები, ეზოები. 90-იან წლებში წარმოქმნილმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა ოდესღაც ეს ულამაზესი და სიცოცხლით სავსე ადგილი, ახლა თითქოსდა აჩრდილების თავშესაფრად აქცია და ორელიენ ვილეტის ფოტოსერიის შთაგონება გახდა.

ფონდი ევროარტი (საქართველო) და ფონდი არტექო (ნიდერლანდების სამეფო) ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს.ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენას: „სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი".  

25 წლის წინ, დაახლოებით 250.000-მა ადამიანმა იძულებით დატოვა აფხაზეთი. ფრანგი ფოტოხელოვანი დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, თვალი გადაავლოს აფხაზეთის ისტორიულ ადგილებს. იგი საზოგადოებას განაწყობსმშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ, ურთიერთობის აღდგენისკენ და აღმშენებლობისკენ.

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, აფხაზეთის ა/რ მთავრობა, ქალაქ თბილისის მერია.

გამოფენის გახსნას დაესწრებიან ავტორი და საპატიო სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენის გახსნა: 27 სექტემბერი, 18:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 27 სექტემბერი - 7 ოქტომბერი
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!

***

ორელიენ ვილეტი დაიბადა პარიზში, 1982 წელს. მისთვის მოგზაურობა შესაძლებლობაა, უკეთ გაიაზროს სამყარო და კაცობრიობა არქიტექტურის საშუალებით. ორელიენ ვილეტმა მოინახულა ორმოცზე მეტი ქვეყანა, რადგან გახდეს ახალიისტორიების მოწმე, ფორმა მისცეს მსოფლიოს მისეულ აღქმას. ამ გამოფენის საშუალებით ორელიენ ვილეტი ქართველ პუბლიკას საშუალებას აძლევს თვალი გადაავლოს აფხაზეთის ისტორიულ ადგილებს. 

***

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.