ლიზი ბუდაღაშვილის ნამუშევრების გამოფენა „პოეტური მისტერიები"

11 ივნისი 2019 – 18 ივნისი 2019

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ლიზი ბუდაღაშვილის ნამუშევრების გამოფენას -„პოეტური მისტერიები" თბილისის ისტორიის მუზეუმში.

ლიზი ბუდაღაშვილი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც სამ დარგში მოღვაწეობს: ხატავს, უკრავს და ქმნის მუსიკას, წერს ლექსებსა და ნოველებს. იგი არაერთი კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებულია. მართავს  გამოფენებს როგორც საქართველოში, ასევე - საზღვრებს გარეთ.

ლიზი ბუდაღაშვილი საკუთარ შინაგან ენერგიას ადამიანების გამოსახვას ახარჯავს. მის ნამუშევრებში ვხვდებით პორტრეტებს, ავტოპორტრეტებს, აბსტრაქტულ კომპოზიციებს ადამიანის ფიგურის მონაწილეობით, ინტერიერს, სადაც იგრძნობა ხელოვანის მიერ ადამიანის შემეცნების სურვილი. პორტრეტებში ავტორთან მსგავსება იგრძნობა. ადამიანის მისტიკას იგი პირველ რიგში საკუთარ თავში ეძებს, რადგან საკუთარი თავი ყველაზე მისტიკური სუბიექტია ადამიანისთვის. ხელოვანი მისტერიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც პროექტის სახელწოდებაშიც იგრძნობა - „პოეტური მისტერიები."

პროექტში წარმოდგენილი ნამუშევრები ბოლო ერთი წლის განმავლობაშია შესრულებული და მათი უმეტესობა პირველად იფინება ფართო საზოგადოების წინაშე.

გამოფენის გახსნა: 11 ივნისი, 2019 | 18:00 

გამოფენის ხანგრძლივობა: 11 ივნისი - 18 ივნისი

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8