ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი

12 მარტი 2019 – 31 მარტი 2019

საქართველოს მუზეუმი

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავი 2019 წლის 12 მარტს აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმი, საქართველოს ეროვნულ არქივთან, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, წარმოგიდგენთ პოსტერების გამოფენას სახელწოდებით „ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი - საქართველოს დამფუძნებელი კრება".  

გამოფენა დამთვალიერებელს გააცნობს საქართველოს პარლამენტის ისტორიას ფოტოების, ტექსტებისა და დოკუმენტების საშუალებით და მოიცავს პერიოდს 1918 წლის დამფუძნებელი კრებიდან ბოლშევიკების მიერ 1921 წელს სადავეების ხელში აღებამდე.

გამოფენაზე მუშაობდნენ: პროფესორი ოთარ ჯანელიძე (იდეის ავტორი), მიხეილ წერეთელი (კურატორი), ირაკლი ხუციშვილი (დიზაინერი), გიორგი რაისნერი (მთარგმნელი), ნინო ჯიქიძე (მენეჯერი).  

გამოფენის ნახვა ნებისმიერ მსურველს მარტის ბოლომდე შეუძლია. 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3