გამოფენა ,,რელიგიები საქართველოში"

30 იანვარი 2018 – 30 მარტი 2018

საქართველოს მუზეუმი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „რელიგიები საქართველოში".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სხვადასხვა რელიგიების წმინდა წიგნები და ლიტერატურა, რელიგიური სამოსი და ატრიბუტიკა, ისტორიული ფოტოები და დოკუმენტები.

გამოფენის მიზანია რელიგიური ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს განმტკიცება.

გამოფენის გახსნა: 2018 წლის 30 იანვარი, 12:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 30 იანვარი - 30 მარტი, 2018
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.