გიორგი (გოგი) მერმანიშვილის ნამუშევრების გამოფენა

14 სექტემბ. 2017 – 24 სექტემბ. 2017

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი (გოგი)  მერმანიშვილის ნამუშევრების გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გოგი მერმანიშვილი მოქალაქეობრივი და ეროვნული მრწამსით გამორჩეული ხელოვანი იყო, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ხშირად მოგზაურობდა. მხატვრის განცდები, მისი სიყვარული სიცოცხლისადმი ნათლად აისახა მის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებში.

გოგი მერმანიშვილის შემოქმედება პოზიტიური, ჰუმანური საწყისის მატარებელია, რაც თავიდანვე ქმნის მხატვრის სამყაროსადმი დამთვალიერებლის განწყობას. ის მუდამ აქტიურად ცდილობდა აეთვისებინა სხვადასხვა ტექნოლოგიები. ასევე მუშაობდა ტიხრულ მინანქარზე. მისი ნამუშევრები ხასიათდება მშვიდი, ერთიანი ტონალობითა და თემატური პირდაპირობით.

გოგი მერმანიშვილი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. წარმოდგენილი ექსპოზიცია მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გაიმართება და ეძღვნება მხატვრის ხსოვნას.

გამოფენის გახსნა: 14 სექტემბერი, 18:00 საათი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 14 სექტემბერი - 24 სექტემბერი

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8