ამირ კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენა

10 მარტი 2017 – 28 მარტი 2017

ეროვნული გალერეა

2017 წლის 10 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ ამირ კაკაბაძის რეტროსპექტულ გამოფენას, რომელიც მხატვრის 75 წლის იუბილეს ეძღვნება. 

ამირ კაკაბაძე დაიბადა თბილისში, ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ამირ კაკაბაძის შემოქმედების ყველა ასპექტს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები - ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, პოპ-არტი, კინოსა და თეატრის მხატვრობა.

გამოფენის ორგანიზატორია დავით კაკაბაძის ფონდი. გამოფენის მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, არტარეა, სილქროუდ ჯგუფი და ღვინის კომპანია ,,შილდა''. 

ამირ კაკაბაძის გამოფენა 2017 წლის 28 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართიდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაშოთა რუსთაველის გამზ. 11.