07 ნოემბერი 2016

08 აგვისტო 2016 – 08 აგვისტო 2020

კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი

2016 წლის 9 აგვისტოს კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. საგამოფენო დარბაზში, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ნიმუშებს, მიიღონ ინფორმაცია პარკის  ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემის და ლანდშაფტების შესახებ.  
11 დეკემბერი 2015 – 11 დეკემბერი 2016

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge" 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულება საქართველოში. მუზეუმს გადაეცა სპეციალური ჯილდო „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის". 
24 ივნისი 2015 – 24 ივნისი 2025

ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის ჯილდო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს

2015 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაჯილდოვდა ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის მიერ თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციისა და სამოქალაქო განათლების კლუბებისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის.     
30 ივლისი 2015 – 16 სექტემბ. 2020

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი

2015 წლის 30 ივლისს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ცენტრში საგამოფენო სივრცე მოაწყო, რომელიც ტურისტების ინფორმირებას ემსახურება და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს.  
21 მაისი 2013 – 31 დეკემბერი 2016

ბუნების ისტორიის კოლექციების ექსპოზიცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ბუნების ისტორიის კოლექციების ექსპოზიციას.