05 მარტი 2016

11 დეკემბერი 2015 – 11 დეკემბერი 2016

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge" 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულება საქართველოში. მუზეუმს გადაეცა სპეციალური ჯილდო „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის". 
16 სექტემბ. 2015 – 30 ივნისი 2016

საგანმანათლებლო პროგრამები. 2015-2016 სასწავლო წელი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2015-2016 სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი გაძლევთ შესაძლებლობას გაეცნოთ თითოეული პროგრამის მოკლე შინაარსს და ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა, დღე და საათი.    
16 სექტემბ. 2015 – 16 სექტემბ. 2016

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2016" კონკურსის კანდიდატად დასახელდა

ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მუზეუმების მასშტაბით. ჯილდო ხელს უწყობს ინოვაციურ პროცესს სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე უფრო ახდენს ფოკუსირებას, ვიდრე მათ გამოყენებაზე საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ. 
24 ივნისი 2015 – 24 ივნისი 2025

ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის ჯილდო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს

2015 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაჯილდოვდა ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის მიერ თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციისა და სამოქალაქო განათლების კლუბებისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის.     
11 მაისი 2015 – 11 მაისი 2016

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მარსელის მუზეუმს შორის

11 მაისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მარსელის მუზეუმს შორის ორმხრივი, საგამოფენო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარების მიზნით, ხელი მოეწერა  თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.   
28 მარტი 2015 – 28 აპრილი 2016

28 მარტს გერმანიაში საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის პრემია გადაეცა.

28 მარტს გერმანიაში საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის პრემია გადაეცა.    
30 ივლისი 2015 – 16 სექტემბ. 2020

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი

2015 წლის 30 ივლისს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ცენტრში საგამოფენო სივრცე მოაწყო, რომელიც ტურისტების ინფორმირებას ემსახურება და საგანმათლებლო ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს.  
28 მაისი 2013 – 09 სექტემბ. 2016

ქართული იარაღ-საჭურველი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენაზე.