მ. თოიძის სახლ-მუზეუმი
Share

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

 

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 11:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.

 


ბილეთების საფასური

მოზრდილი  3 ლარი
სტუდენტი 1 ლარი
სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი
პენსიონერი 0.5 ლარი
მუზეუმის მეგობარი - გაწევრიანდით უფასო
ბავშვი 6 წლამდე უფასო

შესაბამისი დოკუმენტით მუზეუმში შესვლა უფასოა:

ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მიტროფანე ლაღიძის ქუჩა 12 
ტელ.: +995 599 131 931
ელ-ფოსტა:info@museum.ge

ვიზიტის დასაგეგმად, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ: +(995 32) 299 80 22

Share

სახალხო მხატვრისა და აკადემიკოსის მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1968 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მხატვრის ბინაში, უშუალო მემკვიდრეთა კოლექციების ბაზაზე. 1971 წლამდე მუზეუმი იყო საქ. კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში, როგორც დამოუკიდებელი ფილიალი. შემდგომ სახლ-მუზეუმი ხდება ხელოვნების მუზეუმის ფილიალი, ხოლო 2005 წლიდან-მუზეუმი ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში გადადის.

ამ სახლში მოსე თოიძე (1871-1953) ცხოვრობდა 1920 წლიდან, გარდაცვალებამდე. სახლ-მუზეუმის მიზანია დაიცვას და ფართო საზოგადოებას გააცნოს ახალი ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მრავალი გამოჩენილი მხატვრის აღმზრდელისა და პედაგოგის შემოქმედებითი მემკვიდრეობა და ის გარემო, სადაც მოსე თოიძე ცხოვრობდა და ქმნიდა თავის განუმეორებელ შემოქმედებას.

2011 წლის აღრიცხვიანობით დაფიქსირებულ ექსპონატთა საერთო რაოდენობაა 373.  ფონდის ძირითად ნაწილს წარმოადგენს მოსე თოიძის ფერწერა და გრაფიკა(218), რომელიც მდიდარია, როგორც ჟანრების  ასევე მხატვრული ამოცანების  და   გამომსახველობითი ხერხების მრავალგვარობით და მრავალფეროვნებით. მაღალი ოსტატობით შესრულებული  მრავალი სურათი წარმოაჩენს  მხატვრის შემოქმედებითი გზის პერიოდებს და ძირითად ეტაპებს. სახლ-მუზეუმში ინახება და გამოფენილია სხვა მხატვრების ნამუშევრებიც:-ირაკლი  და გიორგი თოიძეების ფერწერა და გრაფიკა; ი. ნიკოლაძის და კ. მერაბიშვილის სკულპტურული ნამუშევრები; ე. ბაღდავაძის, ქ. მაღალაშვილის, რ. გველესიანის, კ. სანაძის, რ. გრიგორიანის, ვ. კროტკოვის, კიბრიკის, ა.სუდინას, ფოგელის, მუსაევის და სხვათა ნამუშევრები. მუზეუმშია  მოსე თოიძის მემორიალური ავეჯი, ეთნოგრაფიული მასალა, ფაიფურის ნაკეთობანი და სხვა.

მუზეუმში დაცულია ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიის ამსახველი მდიდარი საარქივო მასალა -1890 წლებიდან თანამედროვე პუბლიკაციების ჩათვლით;  მოსე თოიძის პირადი წერილები, მოგონებები, პუბლიკაციები, აკადემიაში მოღვაწე მხატვრების, მოსე თოიძის სახალხო სტუდიის მოწაფეების , მწერლების, თეატრისა და კინოს მოღვაწეების პორტრეტები და ფოტოები, მათი წერილები და მოგონებები მოსე თოიძეზე, მოსეს დედის ნათესავებზე ბაადურ თურქესტანიშვილზე(ვახტანგ მე-6 ის მრჩეველი) და ბარბარე თურქესტანიშვილზე( იმპერატრიცა მარიას ფროელინა), ნაბახტევის და სხვა ექსპედიციების უნიკალური ფოტოები,   მოსე თოიძის მდიდარი  ბიბლიოთეკა.

მუზეუმში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები და ექსპონატების შენახვის, მოვლისა და დაცვა-აღრიცხვის სისტემატური ღონისძიებები. მუზეუმში ტარდება შემოქმედებითი საღამოები, სამეცნიერო სემინარები, სხვადასხვა შეხვედრები და ექსკურსიები.