ეროვნული გალერეა
12 აპრილი 2017 – 30 აპრილი 2017

გერმანელები საქართველოში - მხატვრობა, არქიტექტურა, მეცნიერება

2017 წელი ქართულ-გერმანული ურთიერთობების საიუბილეო წელია. ამ მოვლენას ორივე ქვეყანა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 12 აპრილს 19:00 საათზე წარმოგიდგენთ გამოფენას „გერმანელები საქართველოში - მხატვრობა, არქიტექტურა, მეცნიერება". 
10 მარტი 2017 – 28 მარტი 2017

ამირ კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენა

2017 წლის 10 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ ამირ კაკაბაძის რეტროსპექტულ გამოფენას, რომელიც მხატვრის 75 წლის იუბილეს ეძღვნება. 
10 იანვარი 2017 – 24 თებერვ. 2017

ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის გამოფენა

2017 წლის 10 იანვარს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის დაბადებიდან 125 წლისთავისა და გარდაცვალებიდან 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე.  
06 დეკემბერი 2016 – 01 იანვარი 2017

ლეილა შელიას პერსონალური გამოფენა

2016 წლის 6 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ლეილა შელიას პერსონალური გამოფენის გახსნაზე. 
29 ნოემბერი 2016 – 28 თებერვ. 2017

იაკობ ნიკოლაძე 140

2016 წლის 29 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე და წიგნ-ალბომის პრეზენტაციაზე.     
03 ნოემბერი 2016 – 27 ნოემბერი 2016

გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა

2016 წლის 3 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენის გახსნაზე. 
06 ოქტომბ. 2016 – 23 ოქტომბ. 2016

ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში

2016 წლის 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ირაკლი ბუგიანის გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით ,,ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში". 
05 ოქტომბ. 2016 – 26 ოქტომბ. 2016

კედლის ობიექტი - მასალა თიხა

2016 წლის 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ თანამედროვე ქართველ კერამიკოსთა გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით „კედლის ობიექტი - მასალა თიხა". 
28 სექტემბ. 2016 – 05 აპრილი 2017

,,შველი წყლის პირას“ - საჩუქარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს

2016 წლის 27 სექტემბერს ფონდმა ,,ქართუ" საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი ,,შველი წყლის პირას". 
06 სექტემბ. 2016 – 28 სექტემბ. 2016

გია ბუღაძის გამოფენა ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის"

2016 წლის 6 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გია ბუღაძის პერსონალური გამოფენის ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის" გახსნაზე. 
05 აგვისტო 2016 – 25 აგვისტო 2016

თემო ჯავახის რეტროსპექტული გამოფენა

2016 წლის 5 აგვისტოს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ თემო ჯავახის რეტროსპექტული გამოფენის გახსნაზე: სიტყვა ობიექტები - "MIRRORRIM".    
08 ივლისი 2016 – 29 ივლისი 2016

ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრების განახლებული ექსპოზიცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრების განახლებულ ექსპოზიციას.    
26 ივნისი 2016 – 04 ივლისი 2016

მწვანე

2016 წლის 26 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება ჯგუფური გამოფენა „მწვანე". 
24 ივნისი 2016 – 05 აპრილი 2017

ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში სიახლეა. დამთვალიერებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გამოფენას დაემატა ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები - ,,მეეზოვე" და „არწივმა კურდღელი დაიჭირა".  
17 მაისი 2016 – 22 ივნისი 2016

მუზეუმის კვირეული: „ქეთევან მაღალაშვილი 120“

2016 წლის 17 მაისიდან მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გიწვევთ ქართული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის ქეთევან მაღალაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენასა და წიგნის პრეზენტაციაზე ,,ქეთევან მაღალაშვილი 120".        
26 აპრილი 2016 – 11 მაისი 2016

გაცოცხლებული ისტორია

2016 წლის 26 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება როტშილდის ფონდის მხარდაჭერით რესტავრირებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ებრაული კოლექციების გამოფენა - „გაცოცხლებული ისტორია".     
21 აპრილი 2016 – 10 მაისი 2016

F63.9

2016 წლის 21 აპრილს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ თანამედროვე ხელოვანის ზურაბ არაბიძის გამოფენის გახსნაზე - ,,F63.9". 
25 მარტი 2016 – 18 აპრილი 2016

ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციებამდე - თემო გოცაძე 75

2016 წლის 25 მარტს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ სახალხო მხატვრის თემო გოცაძის საიუბილეო გამოფენის გახსნაზე და მხატვრის კატალოგის პრეზენტაციაზე.      
01 მარტი 2016 – 21 მარტი 2016

ფარჰად ხალილოვის ნამუშევრების გამოფენა

2016 წლის 1 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ აზერბაიჯანელი მხატვრის ფარჰად ხალილოვის გამოფენაზე. 
22 თებერვ. 2016 – 28 თებერვ. 2016

გამოფენა – გიგა დათუაშვილი 1976-2000

22 თებერვალს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ მხატვარ  გიგა დათუაშვილის ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე. ექსპოზიცია ავტორის დაბადებიდან ორმოც წელს ეძღვნება. 
12 თებერვ. 2016 – 23 თებერვ. 2016

გალერეა ,,მაგის" შარფები

2016 წლის 12 თებერვალს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გალერეა ,,მაგის" აბრეშუმის შარფების გამოფენაზე. 
25 დეკემბერი 2015 – 10 თებერვ. 2016

შალვა ქიქოძე 120

2015 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ქართული მოდერნისტული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის, შალვა ქიქოძის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე ,,შალვა ქიქოძე 120". 
09 დეკემბერი 2015 – 20 დეკემბერი 2015

ქეთევან მატაბელის რეტროსპექტული გამოფენა

2015 წლის 9 დეკემბერს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ქეთევან მატაბელის რეტროსპექტული გამოფენის გახსნაზე.     
07 ნოემბერი 2015 – 06 დეკემბერი 2015

სამეულის სცენოგრაფია

2015 წლის 7 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ ,,სამეულის" - ოლეგ ქოჩაკიძის, ალექსანდრე სლოვინსკისა და იური ჩიკვაიძის სცენოგრაფიის გამოფენას. 
16 ოქტომბ. 2015 – 31 ოქტომბ. 2015

არა გულერის ფოტოგამოფენა ეროვნულ გალერეაში

2015 წლის 16 ოქტომბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გიწვევთ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში თურქი ფოტოგრაფის, არა გულერის პერსონალური გამოფენის გახსნაზე.           
13 ოქტომბ. 2015 – 31 ოქტომბ. 2015

საქართველოს პირველი რესპუბლიკა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი გამოფენა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 13 ოქტომბრიდან გაიხსნება. 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად იქნება წარდგენილი, მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.
10 სექტემბ. 2015 – 09 ოქტომბ. 2015

ვახო ბუღაძის პერსონალური გამოფენა ,,გარეუბანი“

2015 წლის 10 სექტემბერს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ვახო ბუღაძის პერსონალური გამოფენის გახსნაზე. 
21 ივლისი 2015 – 31 დეკემბერი 2015

ნიკო ფიროსმანაშვილის „არსენალის მთა ღამით“

ნიკო ფიროსმანაშვილის ცნობილი ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით" რომელიც 2015 წლის 1 ივნისს მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა Christy's-ის აუქციონზე შეიძინა, მფლობელის გადაწყვეტილებით, საჩუქრად საქართველოს გადაეცა.
17 ივნისი 2015 – 23 აგვისტო 2015

კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე სახელწოდებით ,,კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში".
03 ივნისი 2015 – 17 ივნისი 2015

მალშტრემი: ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში

2015 წლის 3 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით ,,მალშტრემი: ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში".  
10 მაისი 2015 – 27 მაისი 2015

ფოტოგამოფენა ,,ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს"

2015 წლის 10 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ევროკავშირის დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტი ,,ერთად შევეგებოთ ევროპას" და საქართველოს ეროვნული არქივი გთავაზობთ ქართულ-ევროპული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას.  
22 აპრილი 2015 – 05 მაისი 2015

ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა

2015 წლის 22 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული წარმომადგენლის, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენაზე.
24 ნოემბერი 2014 – 15 აპრილი 2015

პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ გამოფენას ,,პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში".
22 ოქტომბ. 2014 – 16 ნოემბერი 2014

კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენა

2014 წლის 22 ოქტომბერს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენაზე.
21 ოქტომბ. 2014 – 02 ნოემბერი 2014

შეხვედრა ფიროსმანთან

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველო-გერმანიის საზოგადოება თბილისის ისტორიის მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ საერთაშორისო გამოფენას ,,შეხვედრა ფიროსმანთან".
11 ოქტომბ. 2014 – 28 ოქტომბ. 2014

გზაჯვარედინზე

2014 წლის 11 ოქტომბერს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ლევან ჭოღოშვილისა და დარეჯან ბერეკაშვილის ერთობლივ გამოფენაზე სახელწოდებით ,,გზაჯვარედინზე".
26 სექტემბ. 2014 – 18 ოქტომბ. 2014

დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების გამოფენა

26 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გიწვევთ ქართველი ფოტოგრაფისადა კოლექციონერის დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916) ნამუშევრების გამოფენაზე.
25 სექტემბ. 2014 – 12 ოქტომბ. 2014

VICTIMA - II

2014 წლის 25 სექტემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გიწვევთ გიაბუღაძის გამოფენაზე სახელწოდებით  „VICTIMA – II“.
15 მაისი 2014 – 14 სექტემბ. 2014

მუზეუმების კვირეული - გამოფენა ,,თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი”

2014 წლის 15 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გამოფენაზე სახელწოდებით ,,თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი" (RE: Museum).
28 თებერვ. 2014 – 02 მაისი 2014

მექსიკის ხელოვნება: აღქმის მრავალფეროვნება

2014 წლის 28 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გამოფენაზე სახელწოდებით „მექსიკის ხელოვნება: აღქმის მრავალფეროვნება".
07 თებერვ. 2014 – 02 მარტი 2014

მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 2014 წლის 7 თებერვალს 17:00 საათზე გეპატიჟებათ გამოფენის გახსნაზე ,,მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა".
26 დეკემბერი 2013 – 01 მაისი 2014

დასავლეთ ევროპის ფერწერა ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურიდან

2013 წლის 26 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ გამოფენას ,,დასავლეთ ევროპის ფერწერა ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურიდან".
19 დეკემბერი 2013 – 19 იანვარი 2014

ფოტო გამოფენა „ლეიდენი, ისტორიის ფურცლები"

2013 წლის 19 დეკემბრიდან 2014 წლის 19 იანვრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს ჰოლანდიური ფონდი არტექოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენას „ერვინ ოლაფი: ლეიდენი, ისტორიის ფურცლები". გამოფენა გაიხსნება 19 დეკემბერს 19:00 საათზე.
18 დეკემბერი 2013 – 29 იანვარი 2014

ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა

2013 წლის 18 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის ამსახველ გამოფენას და კატალოგის პრეზენტაციას სახელწოდებით ,,ქართველ ებრაელთაკულტურული მემკვიდრეობა". 
19 ნოემბერი 2013 – 10 დეკემბერი 2013

მთვარის მუზეუმი

19 ნოემბერს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ  გამოფენას „მთვარის მუზეუმი".
14 ოქტომბ. 2013 – 14 ნოემბერი 2013

ფოტოგამოფენა ,,ქართული მელანქოლიის ანატომია”

2013 წლის 14 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ლადო ფოჩხუას პერსონალურ ფოტოგამოფენას ,,ქართული მელანქოლიის ანატომია". აღნიშნული გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ,,არტისტერიუმი 2013"  ფარგლებში გაიმართება. 
01 ოქტომბ. 2013 – 01 მაისი 2020

ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ოთხი საგამოფენო დარბაზი ეთმობა XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ფიგურების, მხატვრების - ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის შემოქმედებას. ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. 
20 სექტემბ. 2013 – 10 ოქტომბ. 2013

მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილე

2013 წლის 20 სექტემბერს 17:00 სათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.       
01 სექტემბ. 2013 – 15 სექტემბ. 2013

Punctum Contra Punctum II

2013 წლის 1 სექტემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული  მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს ,,Punctum Contra Punctum II".  
23 ივლისი 2013 – 31 იანვარი 2013

ფიროსმანი 150

დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესისა და თხოვნის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანის განახლებულ ექსპოზიციას.      
01 ივნისი 2013 – 10 ივლისი 2013

ფიროსმანის გამოფენა გრძელდება

საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2013 წლის 1 ივნისიდან,  დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად, ეროვნულ გალერეაში, წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების ექსპოზიციას.     
18 მაისი 2013 – 10 ივლისი 2013

მუზეუმის კვირეული - დავით კაკაბაძე (1889-1952)

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენაზე.
11 აპრილი 2013 – 05 მაისი 2013

Victoria

2013 წლის 11 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ სამი ქართველი მხატვრის: ოლეგ ტიმჩენკოს, ვახო ბუღაძისა და უშანგი ხუმას ნამუშევრების გამოფენას ,,Victoria" 
08 დეკემბერი 2012 – 08 მაისი 2013

ფიროსმანი 150

წელს დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი განსაკუთრებულად აღნიშნავს ამ მოვლენას და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 7 დეკემბერს 18:00 საათზე გიწვევთ გამოფენაზე "ფიროსმანი 150". 
26 სექტემბ. 2012 – 20 ნოემბერი 2012

80-იანი წლების დასასრულის და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ხელოვნება

2012 წლის 26 სექტემბრიდან 25 ნოემბრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება გამოფენა "80-იანი წლების დასასრულის და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ხელოვნება".
14 სექტემბ. 2012 – 10 ნოემბერი 2012

ვერა ფაღავა თბილისში-წონასწორობა, მედიტაცია და სიჩუმე სამყაროს მოუსვენრობასა და შფოთში

2012 წლის 14 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ საფრანგეთში მოღვაზე ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას ნამუშევრების გამოფენას. 
25 ივლისი 2012 – 10 სექტემბ. 2012

ალექსანდრე ბანძელაძე - საზღვრებს მიღმა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2012 წლის 25 ივლისიდან წარმოგიდგენთ მხატვარალექსანდრე ბანძელაძის გამოფენას სახელწოდებით „საზღვრებს მიღმა“.
13 ივლისი 2012 – 15 სექტემბ. 2012

პეტრე ოცხელი

2012 წლის 13 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ გამოფენას „პეტრე ოცხელი - რეტროსპექტივა".
02 ივნისი 2012 – 28 ივლისი 2012

სირია: მხილება

ფოტოგრაფები: უილიამ დენიელსი (Panos Pictures), სტეფან დოკი, სეამუს მერფი (VII Agency), რემი ოშლიკი, ალესიო რომენცი, მანი, უცნობი სირიელი ფოტოგრაფები.    
31 მაისი 2012 – 30 ივლისი 2012

ჩეჩნეთის გზაზე 1994-2003

  სტენლი გრინის ფოტო-გამოფენა დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მისამართი: რუსთაველის გამზირი 11  
29 მაისი 2012 – 30 ივნისი 2012

შავი ზღვის ფერები

ჯორჯ გეორგიუ (Panos Pictures), ფილიპ გიონი (MYOP), ჟულიენ დანიელი (MYOP), თომას დვორჟაკი (Magnum Photos), იური კოზირევი (Noor), იუსტინამელნიკევიჩი, რაფალ მილახი, ბორის მიხაილოვი, გიორგი პინხასოვი (Magnum Photos), ვანესა უინშიფი (VU)
04 მაისი 2012 – 24 მაისი 2012

არტ ნუვო რიგაში

არტ ნუვო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აღმოცენებული მხატვრული მიმდინარეობაა, რომელიც თითქმის ერთდროულად გავრცელდა მთელს ევროპაში. არტ ნუვოს სტილის შენობები ურბანულ პეიზაჟში თავისი ორიგინალური, გამოკვეთილი და ექსპრესიული საფასადო დეკორითგამოირჩევა. თუმცა სტილის არსი არ გამოიხატებოდა მხოლოდ ორნამენტული მორთულობით. სპეციფიური და ადვილად საცნობი არტ ნუვოს დეკორი სრულ ჰარმონიაშია ნაგებობის არქიტექტურულ სტრუქტურასთან.
05 ივნისი 2011 – 18 ოქტომბ. 2012

ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები - XX საუკუნის I ნახევარი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეროვნული გალერეის განახლებულ შენობაში წარმოგიდგენთ გამოფენას “ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები - XX საუკუნის I ნახევარი”. 
13 იანვარი 2017

შეხვდი ახალ წელს ეროვნულ გალერეაში!

13 იანვარს, 21:00 საათიდან 00:30 საათამდე ეროვნული გალერეის კარი ყველა მსურველისთვის გაიღება. 
13 დეკემბერი 2016

საგანმანათლებლო პროგრამის „ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში“ პრეზენტაცია

2016 წლის 13 დეკემბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია „ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში".     
25 მაისი 2016

ქართული ფოტოგრაფიის დღე

2016 წლის 25 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ქართული ფოტოგრაფიის დღისადმი მიძღვნილ პირველ სამეცნიერო კონფერენციაზე „ფოტოგრაფიული მიმართულებები".   
07 მაისი 2016

საჯარო ლექცია გამოფენის "გაცოცხლებული ისტორია" ფარგლებში

2016 წლის 7 და 8 მაისს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება საჯარო ლექციები მიმდინარე გამოფენის „გაცოცხლებული ისტორია" (როტშილდის ფონდის მხარდაჭერით რესტავრირებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ებრაული კოლექციების გამოფენა) ფარგლებში. 
19 მარტი 2016

პერფორმანსი ,,მეგობART"

2016 წლის 19 მარტს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პერფორმანსზე „მეგობART".  
28 თებერვალი 2016

დისკუსია ,,დიალოგი წლებს მიღმა (მოგონებები, ახალი რაკურსი)"

2016 წლის 28 თებერვალს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ღია დისკუსიაზე, რომელიც ახალგაზრდა მხატვრის, გიგა დათუაშვილის (1976-200) გამოფენის ფარგლებში გაიმართება. 
23 მაისი 2015

ფიროსმანის ახალი ალბომ-კატალოგი

2015 წლის 23 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ფიროსმანის დარბაზში, გაიმართება ალბომ-კატალოგის „ფიროსმანის" პრეზენტაცია.    
20 მაისი 2015

მუზეუმის კვირეული: ფიროსმანის დღე

საქართველოს ერონული მუზეუმის ინიციატივით ამიერიდან ყოველ მაისს „ნიკო ფიროსმანის დღე" აღინიშნება. წელს „ფიროსმანის დღე" მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 20 მაისს 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.    
31 ოქტომბერი 2014

პროექტი „გამიცანი“

2014 წლის 31 ოქტომბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს, პროფესიონალ მხატვრებსა და სახელმწიფოს პირველ პირებს, შემოქმედებით საღამოზე, სადაც მოწვეული სტუმრები შექმნიან ერთობლივ ნახატებს.
23 აპრილი 2014

საჯარო ლექცია ,,ფოტოგრაფია - არსი და მისია”

2014 წლის 23 აპრილს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში გიწვევთ ნათია წულუკიძის ღია ლექციაზე ,,ფოტოგრაფია - არსი და მისია".
16 იანვარი 2014

საჯარო ლექცია ,,იუდაიზმი მსოფლიო ხელოვნებაში და ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა"

2014 წლის 16 იანვარს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გიწვევთ საჯარო ლექციაზე ,,იუდაიზმი მსოფლიო ხელოვნებაში და ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა".  
16 ოქტომბერი 2013

,,ფიროსმანის ფერები“

2013 წლის 16 ოქტომბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებულ  შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას ,,ფიროსმანის ფერები". ღონისძიება გაიმართება ეროვნული გალერეის წინ მდებარე ალექსანდრეს ბაღში.
06 სექტემბერი 2013

Punctum Contra Punctum II - საჯარო ლექციათა ციკლი და დისკუსია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა საერთაშორისო ვიზუალური ფესტივალის ,,Punctum Contra Punctum II"  ფარგლებში წარმოგიდგენთ საჯარო ლექციათა ციკლს და დისკუსიას პროექტში ჩართული ხელოვანების მონაწილეობით. 
01 ივნისი 2013

ბავშვთა საერთაშორისო დღე ეროვნულ გალერეაში

2013 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამით მასპინძლობს ბავშვებს.   
23 აპრილი 2013

ნიუიორკული სკოლიდან პოპ არტამდე

ხელოვნებით დაინტერესებულ ზრდასრულ აუდიტორიას საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ ლექციათა ციკლს ნიუიორკული სკოლიდან პოპ არტამდე".
01 ივნისი 2012

საგანმანათლებლო პროგრამა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მოზარდებს იწვევს სხვადასხვა სახის საგანმანთლებლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
21 მაისი 2012

ეროვნულ გალერეას დ. შევარდნაძის სახელი მიენიჭა

საქართველოს ეროვნულ გალერეას ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭება. ცერემონია21 მაისს, 18:00 საათზე დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.
10 მაისი 2012

გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფია - ალბომის პრეზენტაცია

2012 წლის 10 აპრილს ეროვნულ გალერეაში შედგა გიგო გაბაშვილის ფოტოალბომის პრეზენტაცია.  
16 იანვარი 2012

ღამე მუზეუმში

2012 წლის 16 იანვარს, 19.00 - დან 22.00 საათამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს უნივერსიტეტი ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ კულტურულ-საგანმანათლებლო აქციას "ღამე მუზეუმში". 
26 ოქტომბერი 2011

"ვითიბი ბანკის" საჩუქარი

ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცემს მის ფლობელობაში არსებულ გიგო გაბაშვილის ნამუშევარს „მამაკაცის პორტრეტი“ და მარტიროს სარიანის ნამუშევარს "ქალიშვილის პორტრეტი", შესრულებული 1945 წელს.
15 ოქტომბერი 2011

15-16 ოქტომბერი, ხატვის ფესტივალი

2011 წლის 15 ოქტომბერს ეროვნული გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე -ალექსანდრეს ბაღში გაიმართება ხატვის ფესტივალი, სახელწოდებით "მე - მხატვარი". მონაწილეები ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიციის საფუძველზე, ერთი თემის ირგვლივ - "ჩემი რჩეული ნამუშევარი", გამოხატავენ თავის შთაბეჭდილებას.
29 სექტემბერი 2011

საგანმანათლებლო პროგრამები

2011 წლის 29 სექტემბერს 12.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციას.
20 მაისი 2011

“საუბარი კურატორთან”

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი, გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას “საუბარი კურატორთან”. 
Share
Share

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.

 


ბილეთების საფასური

მოზრდილი  7 ლარი
სტუდენტი 1 ლარი
სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი
პენსიონერი 0.5 ლარი
მუზეუმის მეგობარი - გაწევრიანდით უფასო
ბავშვი 6 წლამდე უფასო

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

ICOM-ის წევრებისთვის, ,,Culture card'' ბარათების მფლობელთათვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის. 


გიდის თანხლებით ტურების საფასური

სასკოლო ჯგუფი 10 ლარი
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 25 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) 45 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) 60 ლარი
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით 200 ლარი

გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

დეტალური ინფორმაციისთვის და ჩაწერასთან დაკავშირებით დარეკეთ: 2 15 73 00 

 


გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. 

გარდერობი არ იბარებს:

  •  ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  •  ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  •  ძვირფას ნივთებს
  •  ხელჩანთებს

 

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.

 


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

 


ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

 


ხელმისაწვდომობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის, რათა თქვენი სტუმრობა მუზეუმში უფრო ხალისიანი და მოსახერხებელი გახდეს.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებელთათვის.  

 


მაღაზია

გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.

 


საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 11  
ტელ.: + (995 32) 215 73 00
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

Share

ეროვნული გალერეის არსებობის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მისი დაარსება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა 1920 წლით თარიღდება. ამ დროიდან ეროვნული გალერეა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეს ემსახურება. 

შენობა, რომელშიც ის არის განთავსებული, 1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აიგო და მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი, დაარსდა. მუზეუმს რუსეთის იმპერიის ძლევამოსილება უნდა წარმოეჩინა და რუსული იარაღის ძლიერებისა და დიდების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. მან პირველ მსოფლიო ომამდე იარსება. დიდების ტაძრის ექსპოზიციის ევაკუაცია მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს, რითაც სამხედრო-ისტორიულმა მუზეუმმა არსებობა შეწყვიტა. მასთან ერთად დაიხურა ამ შენობის ისტორიის ერთი ფურცელი.

ეროვნული გალერეის პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში შედგა. გალერეის საგამოფენო პოლიტიკა პირველივე წლებში გამოიკვეთა: ქართული და უცხოური, ძველი და ახალი პერიოდების სახვითი ხელოვნების ნიმუშები – რაც ფასეული შექმნილა ან მოხვედრილა საქართველოს ტერიტორიაზე.
ექსპოზიციის მოწყობას უძღოდა მიზანდასახული შრომა ნამუშევართა მოსაპოვებლად. საოცარ ძალისხმევას იჩენს დიმიტრი შევარდნაძე და მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს ხელოვნების ნიმუშებს.

ექსპოზიციაში განთავსდა  XVIII–XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული ფერწერა (ე.წ. თბილისური სკოლა), რუსული, დასავლეთ ევროპული, ირანული და თანადროული ქართული მხატვრობა.

გალერეის დაარსებიდან სულ მალე ის ფლობდა რაოდენობრივად და ხარისხობრივად საკმაოდ მნიშვნელოვან ფონდსაცავს რამდენიმე განყოფილებით. ფაქტობრივად, ეროვნულმა გალერეამ, რომლის ძირითად დანიშნულებას თანადროული სახვითი ხელოვნების წარმოჩენა წარმოადგენდა, სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფუნქციაც შეითავსა.

ამასთან, ცხადი გახდა, რომ  შენობა არასაკმარისი იყო საგამოფენო საქმის გასაშლელად. გალერეამ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო თანადროული ხელოვნების გამოფენა. რეალურად, მხატვრები ისევ საგამოფენო სივრცის გარეშე დარჩნენ....

მალე გაჩნდა გალერეის რეორგანიზაციის გეგმაც. დიმიტრი შევარდნაძის ყურადღების საგანი მეტეხის ციხე გამხდარა, რომელთანაც დაკავშირებით იგი წერდა:
„...საქართველოს ეროვნულ გალერეას ხელოვნების მუზეუმისათვის ყველაზე უფრო შესაფერის შენობად მეტეხის ციხე მიაჩნია. ეს შენობა თავისი ფართობით, მდებარეობით, დაცვის ცეცხლისაგან უზრუნველყოფით სრულ გარანტიას იძლევა, რომ დასახული მიზნისთვის საუცხოოდ გამოყენებული იქნება. მეტეხის ციხე, ეს უძველესი ძეგლი ტფილისისა, ძველად ყოფილი სასახლე, ამ ასი წლის წინათ მეფის თვითმპყრობელობის მიერ გადაკეთებულ იქნა საპყრობილედ. დროა, ამას მიექცეს სათანადო ყურადღება და ეს ისტორიული ძეგლი, დამამშვენებელი ტფილისისა, გამოყენებულ იქნას უფრო საპატიო მიზნით. ...მეტეხის მუზეუმისათვის გადაცემა მოგვცემს საშუალებას, ფართოდ გავშალოთ ხელოვნების მუზეუმი, მოვაწყოთ საჭირო ლაბორატორიები და სახელოსნოები და მეტეხის საპყრობილისგან შევქმნათ "საქართველოს ლუვრი", რომელიც მომავალში უნდა გადაიქცეს სახვითი ხელოვნების შესწავლის და კვლევა-ძიების ცენტრად."

1933 წელს ხელისუფლებამ ქალაქის ციხე ორთაჭალაში გადაიტანა და მეტეხის ისტორიული შენობა ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექციას გადასცა. გადაწყდა, მეტეხში განთავსებულიყო ეროვნული გალერეის მთელი საგანძური, რომელიც შექმნიდა პლასტიკური ხელოვნების მუზეუმს. ამასთან ერთად, მოიაზრებოდა ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნაც. ამ დროისათვის გალერეა 6000 ექსპონატს ფლობდა.

1934 წლიდან ეროვნული გალერეა ხელახლა იწყებს ფუნქციონირებას. ის ხდება სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გამტარებელი მთავარი ინსტიტუცია სახვითი ხელოვნების სფეროში.

1980-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვანი სიახლეა გალერეის ცხოვრებაში.1988 წლის მარტში მხატვრის სახლის დირექციის ინიციატივით შეიქმნა სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება ,,სურათების ეროვნული გალერეა".

მასში შევიდა მხატვრის სახლი, საქართველოში არსებული საგამოფენო დარბაზები, სურათების გალერეები. გაერთიანების ცენტრალურ ინსტიტუციად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მოიაზრებოდა. მუზეუმის ექსპოზიცია ეროვნული გალერეის შენობაში, გალერეის ფონდების ბაზაზე, შეიქმნა. დაიგეგმა გალერეის შენობის რეკონსტრუქცია. საექსპოზიციო სივრცე ორჯერ გაიზარდა. საგამოფენოდ გადაკეთდა პირველი სართული, რომელიც მანამდე ფონდებსა და გალერეის სამსახურს ეკავა.

თანამედროვე ქართული ხელოვნების ვერნისაჟი 1989 წლის 18 სექტემბერს შედგა. 90-იან წლებში თბილისში განვითარებული ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო გალერეის შენობაში განთავსებულმა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მხოლოდ მცირე ხანს იარსება.

2007 წელს ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. დაიგეგმა გალერეის შენობის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე. შენობა გაიზარდა ბაღის მხრიდან მიშენების ხარჯზე. რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა ახალი საგამოფენო სივრცე. განახლებულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, შექმნილია სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავი, სასწავლო სივრცე და გაიხსნა მაღაზია.

პროექტი პორტუგალიულმა არქიტექტურულმა კომპანია ,,Ainda Arquitectura"-მ შეიმუშავა.

ბუნებრივი სინათლით განათებული ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზები სასიამოვნო, შთამაგონებელი და უნიკალური ადგილია არამარტო თბილისში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში.

დღეს გალერეა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ცენტრალური საგამოფენო სივრცეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დროებითი ექსპოზიცია ,,ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები, XX საუკუნის I ნახევარი".