სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი

სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ექსპოზიცია

განახლებული სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა.მუზეუმში თავმოყრილია მესხეთის ისტორიული მოვლენების ამსახველი არქეოლოგიური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, პალეონტოლოგიური, პალეოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ნარატიული და არქიტექტურული მასალები.  
19 მაისი 2016 – 13 ივნისი 2016

მუზეუმის კვირეული: ბალკანეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობა: VI-XVIII საუკუნეები

2016 წლის 19 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში ბულგარეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გიწვევთ გამოფენის გახსნაზე „ბალკანეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობა: VI-XVIII საუკუნეები". გამოფენა იმართება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში და ეძღვნება „ევროპის დღეებს საქართველოში".      
Share
03 ივლისი 2009

სამცხე-ჯავახეთის განახლებული მუზეუმი

ი. ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი დამთვალიერებელთა წინაშე განახლებული სახით წარსდგა. მუზეუმის საგამოფენო დარბაზებსა და საცავში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სრულიად შეიცვალა შიდა სივრცე. დამონტაჟდა კლიმატ-კონტროლის სისტემები. 
Share

სამუშაო საათები

სამშაბათი - კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.

ბილეთის ფასი: რაბათის ციხის კოლმპლექსის საერთო ბილეთი

 

მოზრდილი                                                                          6 ლარი

სტუდენტი                                                                           3 ლარი

სკოლის მოსწავლე                                                                 2 ლარი

ბავშვი 6 წლამდე                                                                   უფასო

შესაბამისი დოკუმენტით მუზეუმში შესვლა უფასოა:

ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

გიდის თანხლებით ტურების საფასური

1 საათი - 10/20 ლარი

გიდის მომსახურება წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ და ფრანგულ ენებზე. 

საკონტაქტო ინფორმაცია

ახალციხე, რაბათის ციხე, პეტრე ხარისჭირაშვილის ქუჩა 1 
ტელ.: + (995 32) 299 71 76
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

 

 

Share

სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 1930 წელს დაარსდა როგორც მუზეუმ-არქივი. 1937 წელს იგი ადგილობრივ მუზეუმად გარდაიქმნა - არსებულ კოლექციას რეგიონის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალაც  შეურთდა. 2012 წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებული სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილს წარმოადგენს.

სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, ეთნოგრაფიული მასალა და ფოტო-დოკუმენტები. მუზეუმში წარმოდგენილია მესხეთის ისტორიის ამსახველი არქეოლოგიური, პალეოგრაფიული, პალეონტოლოგიური, ნუმიზმატიკური, ნარატიული და არქიტექტურული მასალა, რაც წარმოდგენას გვიქმნის მესხეთის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს ლანდშაფტსა და გარემოზე, კულტურასა და რიტუალზე, სოციალური იერარქიის საწყისებზე, წარმართობასა და ქრისტიანობაზე, განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურასა და მწერლობაზე. განსაკუთრებული ადგილი ქართულ ლაპიდარულ ნიმუშებსა და ხალიჩა-ფარდაგების გამოფენებს ეთმობა. გამოფენას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გასდევს მესხეთის ტერიტორიაზე განვითარებული ისტორიული მოვლენების უწყვეტი ხაზი უძველესი დროიდან XX საუკუნემდე.

დღეისათვის მუზეუმის ფონდებში 25 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.