ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
01 ნოემბერი 2004 – 01 ნოემბერი 2012

ვანის არქეოლოგია

მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის VIII-დან I ს-ის ჩათვლით. აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნის პერიოდს ასახავს. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებებისა და მათი ფრაგმენტების ექსპოზიცია.
17 ივლისი 2014

ვანის ნაქალაქარის ინტერდისციპლინარული შესწავლა

2014 წლის 16-18 ივლისს ვანში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის - გერმანიის პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც გულისხმობს ვანის ნაქალაქარის ინტერდისციპლინარული კვლევის ქართულ-გერმანული პროექტის მომზადებას. 
Share

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო  მუზეუმი დროებით დახურულია დამთვალიერებელთათვის.

Share

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მუზეუმი დროებით დახურულია დამთვალიერებელთათვის.


საკონტაქტო ინფორმაცია

ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა 32    
ტელ.: + (995 32) 299 80 22
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge 

Share

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ - ნაკრძალი 1981 წელს შეიქმნა, მუზეუმი კი 1985 წლის 17  სექტემბერს გაიხსნა. მისი დაარსების ინიციატორი აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე იყო, რომლის სახელსაც ის დღეს ატარებს. მუზეუმი დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქვანის განაპირას არსებულ ბუნებრივ ბორცვზე, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, მდებარეობს. 

2006 წლიდან ვანის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შევიდა.

მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენელი კომპონენტებია: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და, თავად, მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი.

მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII-დან I ს-ისჩათვლით. აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნას ასახავს. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები დამათი ფრაგმენტები.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანისა და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში ვანის ნაქალაქარის ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ინახება.

ვანში ყოველწლიურად საერთაშორისო სიმპოზიუმები ტარდება, რომლებიც ანტიკური ხანის შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნება. ნაქალაქარის არქეოლოგიურ ექსპედიცია თავისი უნიკალური აღმოჩენებით უკვე რამდენიმე ათეული წელია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

ამჟამად მიმდინარეობს მუზეუმის რეკონსტრუქცია.