ხელოვნების მუზეუმი

ხელოვნების მუზეუმის საგანძური

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ფონდი შეიქმნა XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის 20-30-იან წლებში წარმოქმნილ სხვადასხვა საზოგადოებებისა და მუზეუმების ბაზაზე და საქართველოს ეროვნული საგანძურის ძირითად ბირთვს შედგენს.
04 ნოემბერი 2014 – 23 ნოემბერი 2014

...დან-დღემდე

2014 წლის 4 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ მხატვარ ლორეტა აბაშიძე-შენგელიას გამოფენაზე, სახელწოდებით ,,...დან-დღემდე“. 
17 ოქტომბ. 2014 – 30 ოქტომბ. 2014

მიშა იაშვილის ნამუშევრების გამოფენა

2014 წლის 17 ოქტომბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ მხატვარ მიშა იაშვილის (1954-2012) ნამუშევრების გამოფენაზე. 
16 ოქტომბ. 2014 – 24 ოქტომბ. 2014

საქართველო ჩემს ფიქრებში

16 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ფოტოგრაფ მალხაზ დათიკაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე.
19 მაისი 2014 – 19 ივნისი 2014

მუზეუმების კვირეული - რადიშ თორდიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

2014 წლის 19 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო მხატვრის რადიშ თორდიას პერსონალურ გამოფენას.  
03 მაისი 2014 – 13 მაისი 2014

2013 წელი ფოტოებით

2014 წლის 3 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ ჟურნალ National Geographic-ის 125-ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენის გახსნაზე. გამოფენა იმართება თბილისის საერთაშორისო ფოტო-ფესტივალ ქოლგას ფარგლებში.
03 მაისი 2014 – 13 მაისი 2014

ბრაზილიის მშრალი გული – O Sertão

2014 წლის 3 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ თბილისის საერთაშორისო ფოტო-ფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში დაგეგმილი ფოტო გამოფენის „ბრაზილიის მშრალი გული” გახსნაზე.
14 აპრილი 2014 – 30 აპრილი 2014

ზეობა

14 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ ილო პატაშურის პერსონალური გამოფენის გახსნაზე.
28 მარტი 2014 – 11 აპრილი 2014

რომან მახარაძის ნამუშევრების გამოფენა

2014 წლის 28 მარტს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ რომან მახარაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე, რომელიც ხელოვანის დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნება. 
24 დეკემბერი 2013 – 24 მარტი 2014

ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი

2013 წლის 24 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას ,,ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი".
28 ნოემბერი 2013 – 16 დეკემბერი 2013

შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა

2013 წლის 28 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენას. 
14 ნოემბერი 2013 – 24 ნოემბერი 2013

მემკვიდრეობა

2013 წლის 14 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ საერთაშორისო მულტიმედიური გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით ,,მემკვიდრეობა".
08 ოქტომბ. 2013 – 03 ნოემბერი 2013

გივი თოიძის საიუბილეო გამოფენა

2013 წლის  8 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გივი თოიძის საიუბილეო გამოფენის გახსნაზე. 
02 ოქტომბ. 2013 – 05 ოქტომბ. 2013

ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა

2013 წლის 2 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ ახალგაზრდა ქართველ მხატვართა გამოფენაზე.    
10 სექტემბ. 2013 – 03 ოქტომბ. 2013

ნათელი სოფლისა

2013 წლის 10 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ მიხეილ მჭედლიშვილის ნაქარგი ხატების გამოფენას „ნათელი სოფლისა".
22 ივნისი 2013 – 01 ივლისი 2013

აჰმეთ იეშილის ნამუშევრების გამოფენა

2013 წლის 22 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს თურქი მხატვრის აჰმეთ იეშილის ნამუშევრების გამოფენას.
16 მაისი 2013 – 31 აგვისტო 2013

მუზემის კვირეული - პორტრეტის ხელოვნება

2013 წლის 16 მაისს 17:00 საათზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ XVII-XX საუკუნეების პორტრეტების გამოფენას.
26 აპრილი 2013 – 12 მაისი 2013

ვლადიმერ კანდელაკის პერსონალური გამოფენა

2013 წლის 26 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ ვლადიმერ კანდელაკის პერსონალურ გამოფენას.
05 აპრილი 2013 – 18 აპრილი 2013

ჰიპერპოზიცია - ინსტალაციიდან სკულპტურამდე

2013 წლის 5 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ კონცეპტუალურ გამოფენას სახელწოდებით "ჰიპერპოზიცია -ინსტალაციიდან სკულპტურამდე".
07 მარტი 2013 – 25 მარტი 2013

თანამედროვე ქართველ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა

2013 წლის 7 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართველ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენას.
06 მარტი 2013 – 28 მარტი 2013

ნაპოლეონი და მისი ეპოქა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

2013 წლის 6 მარტს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას "ნაპოლეონი და მისი ეპოქა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში".
15 თებერვ. 2013 – 05 მარტი 2013

აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩების გამოფენა

2013 წლის 15 თებერვალს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩებისა და აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ნივთების გამოფენას.
09 იანვარი 2013 – 19 იანვარი 2013

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი

2013 წლის 9 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენის "ღმერთი - სამშობლო - ადამიანი" გახსნას. გამოფენა ეძღვნება უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. 
20 დეკემბერი 2012 – 03 იანვარი 2013

თანამედროვე აზერბაიჯანელ მხატვართა გამოფენა

საქართველო-აზერბაიჯანის  კულტურული ურთიერთობის ასოციაცია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2012 წლის 20 დეკემბერს , 17:00 საათზე  შალვა  ამირანაშვილის  სახელობის  ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენის გახსნაზე, რომელიც  საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის ასოციაციის პრეზენტაციასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის დიპლომატიური  ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება. 1
29 ნოემბერი 2012 – 12 დეკემბერი 2012

მემკვიდრეობა და თანამედროვეობა

2012 წლის 28 ნოემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით "მემკვიდრეობა და თანამედროვეობა".
20 ოქტომბ. 2012 – 20 ნოემბერი 2012

თბილისის პირველი ტრიენალე - Offside Effect / ხელოვნება / განათლება / კვლევა /

2012 წლის 20 ოქტომბერს 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ პირველი ტრიენალეს - Offside Effect (თამაშგარე ეფექტი) - გახსნას.  
05 სექტემბ. 2012 – 09 სექტემბ. 2012

შეუცნობელი სამყარო

2012 წლის 5 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ლუქსემბურგში მცხოვრები ქართველი მხატვრის ირინა გაბიანის ვიდეოარტს სახელწოდებით "შეუცნობელი სამყარო".
10 ივნისი 2012 – 21 ივნისი 2012

Punctum Contra Punctum

2012 წლის 10 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგისგენთ ვიზუალური ხელოვნებისსაერთაშორისო ფესტივალს.
30 მაისი 2012 – 07 ივნისი 2012

უკრაინული ვერნისაჟი

2012 წლის 30 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „უკრაინული ვერნისაჟი“.  
10 ნოემბერი 2011 – 25 ნოემბერი 2011

ედმონდ კალანდაძე - ფერწერა და გრაფიკა

2011 წლის 10 ნოემბერს 19.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ედმონდ (გაბრიელ) კალანდაძის ნამუშევრების გამოფენას.     
21 სექტემბ. 2011 – 04 ოქტომბ. 2011

საქართველოს სომეხი მხატვრები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილისსახელოვნების ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთგამოფენას სახელწოდებით "საქართველოს სომეხიმხატვრები - ა.ოვნათანიანიდან გ.ხაჩატურიანამდე დიდიისტორიის ფრაგმენტები."
21 სექტემბ. 2011 – 04 ოქტომბ. 2011

საქართველოს სომეხი მხატვრები

21 ივნისი 2011 – 20 ივლისი 2011

ინდოელი სახალხო მხატვრის ბაბიტა ბისვას გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ინდოელი (ვარლი) სახალხო მხატვრის ბაბიტა ბისვას გამოფენას.      
28 მარტი 2011 – 30 აპრილი 2011

შეიცანი იაპონია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილისსახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთგამოფენას "შეიცანი იაპონია".დამთვალიერებელს პირველად ეძლევა საშუალებაიხილოს მსოფლიოში უძველესი ცივილიზაციის მქონეიაპონელი ხალხის კულტურა.
28 მარტი 2011 – 12 აპრილი 2011

შეიცანი იაპონია

02 ნოემბერი 2010 – 02 დეკემბერი 2010

გეორგ ბაზელიცი. 1965 – 1992 წლების ბეჭდური გრაფიკა

2 ნოემბერს, 18:00 საათზე შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (იფა) გამოფენა „გეორგ ბაზელიც. 1965 - 1992 წლების ბეჭდური გრაფიკა/გეორგ ბასელიტზ. Georg Baselitz. Druckgrafik 1965 - 1992", რომელსაც წარმოადგენენ გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
29 სექტემბ. 2010 – 19 ოქტომბ. 2010

საქართველო-მითი და რეალობა

საქართველოს ეროვნუმი მუზეუმი, საქართველო გერმანიის საზოგადოება და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ ფოტო-გამოფენას სახელწოდებით „საქართველო მითი და რეალობა". შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგნილია ორი ფოტო ხელოვანის ვოლფგანგკორალისა (გერმანია) და გურამ წიბახაშვილიდს(საქართველო) ნამუშევრები. მათი შემოქმედების გამაერთიანებელი თემაა საქართველო.
28 სექტემბ. 2010 – 22 ოქტომბ. 2010

ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სეალჩო წარმოგიდგენთ გამოფენას "ჩინური ხელოვნება საქართველოსეროვნულ მუზეუმში".საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ჩინური ხელოვნების ნიმუშთა ისტორიულად დამხატვრულად ფასეული კოლექცია, რომლის სრულისახით ნახვის საშუალება, ფართო საზოგადოებას,ეძლევა პირველად.ჩინეთი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი ძველი კერაა.
08 ივლისი 2010 – 25 აგვისტო 2010

ქართველი ებრაელები - მათი ისტორია და კულტურა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით "ქართველი ებრაელები _ მათი  ისტორია და კულტურა".გამოფენა  ეძღვნება იერუსალიმის ბენ ცვი ებრაული ინსტიტუტის მერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას "ქართველი ებრაელები - მათი  ისტორია და კულტურა".    
06 ივლისი 2010 – 20 აგვისტო 2010

ძველი ლიტვა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ლიტველი მხატვრის მსტისლავ დობუჟინსკის (1875-1957)ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით "ძველი ლიტვა".
25 მაისი 2010 – 25 ივნისი 2010

ქართული საერო ნაქარგობა და შესამოსელი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით "ქართული საერო ნაქარგობადა შესამოსელი."
30 აპრილი 2010 – 14 მაისი 2010

არტ ვოიაჟი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, უკრაინისთანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დასაქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ გამოფენასსახელწოდებით "არტ ვოიაჟი".  
08 ოქტომბ. 2009 – 30 ნოემბერი 2009

ილია და კირილე ზდანევიჩები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს კირილე და ილია ზდანევიჩების გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილია``კლუბ ილიაზდი``-ს პრეზიდენტის ფრანსუა მერესა (საფრანგეთი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში დაცული ძმები ზდანევიჩების 50-მდე ნამუშევარი, რომელთა ნაწილი საქართველოში არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი.
06 ოქტომბ. 2009 – 30 ნოემბერი 2009

შალვა ამირანაშვილის საიუბილეო გამოფენა

გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილს, დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა.მკვლევარმა ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართულ ხელოვნებათმცოდნეობას. მისი ინტერესების სფერო მოიცავდა: ბიზანტიის, დასავლეთ ევროპის, რუსეთისა დაახლო აღმოსავლეთის ხელოვნების ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს.
30 ივნისი 2009 – 01 აგვისტო 2009

პიკასო საქართველოში

2009 წელი პიკასოს წლად მიიჩნევა და მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში ამ გენიალური მხატვრის გამოფენების მოწყობა იგეგმება. საქართველოში პიკასოს ნამუშევრები 30 მაისიდან 6სექტემბრამდე იქნება წარმოდგენილი.
30 ივნისი 2009 – 30 ივნისი 2009

,,პიკასო საქართველოში" - თბილისის ექსპოზიცია

30 ივნისიდან თბილისელებს საშუალება მიეცემათ პიკასოს გამოფენა დაათვალიერონ.შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის განახლებულ დარბაზში ზერვოსის მუზეუმის კოლექციებში დაცული პიკასოს ორმოცი ნამუშევარი გამოიფინა.
24 ივნისი 2009 – 27 ივნისი 2009

ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები

2009 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ქართველი არქეოლოგის ჯურხა ნადირაძის 80წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა "ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები" იხსნება.
20 მაისი 2009 – 20 მაისი 2009

ფიროსმანის გამოფენა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა გაიხსნა.ექსპოზიციაზე მხატვრის 34 ნამუშევარი არის გამოფენილი. ხელოვნების მუზეუმის განახლებულ დარბაზში განათებისა და კლიმატკონტროლის თანამედროვე სისტემები არის დამონტაჟებული.
27 დეკემბერი 2007 – 30 დეკემბერი 2007

წელიწადის დრონი ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში

2007 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ ელენე ახვლედიანის გამოფენას `წელიწადის დრონი". ელენე ახვლედიანის შემოქმედება უაღრესად მრავალწახნაგა და მდიდარია. მისი ინდივიდუალური შემოქმედებითი ბუნება ყველაზე ნათლად გამოვლინდა პეიზაჟურ ფერწერაში.
12 დეკემბერი 2013

ლექცია ,,კანდინსკი და „პირველი აბსტრაქცია“.

2013 წლის 12 და 17 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ქეთევან კინწურაშვილის ლექციებზე - ,,კანდინსკი და პირველი აბსტრაქცია".
Share

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

დასვენება ორშაბათსა და ოფიციალური დღესასწაულების დროს

 


ბილეთების საფასური

მოზრდილი  3 ლარი
სტუდენტი 1 ლარი
სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი
პენსიონერი 0.5 ლარი
მუზეუმის მეგობარი (გაწევრიანდით) უფასო
ბავშვი 6 წლამდე უფასო

შესაბამისი დოკუმენტით მუზეუმში შესვლა უფასოა:

ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

 


გიდის თანხლებით ტურების საფასური

10 კაცამდე ჯგუფისთვის  10 ლარი
სკოლის ჯგუფისთვის 10 ლარი

გიდის მომსახურება თითქმის ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

 


გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. 

გარდერობი არ იბარებს:

  •  ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  •  ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  •  ძვირფას ნივთებს
  •  ხელჩანთებს

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.

 


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

 


ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

 


მაღაზია

გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.

 


საკონტაქტო ინფორმაცია

ლ. გუდიაშვილის ქ. # 1, თბილისი, საქართველო    
ტელ.: + (995 32) 299 99 09
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

Share

1920 წელს დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა. ამ ფაქტს აღფრთოვანებით შეხვდა იმდროინდელი საზოგადოება, რამაც განსაზღვრა კიდეც გალერეის შემდგომი ბედი. საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ინტერესის, მხარდაჭერისა და გალერეის მესვეურთა ძალისხმევის შედეგად ეროვნული გალერეა ერთ ერთ მნიშვნელოვან კერად იქცა, სადაც ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო.

1932 წელს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ეროვნული გალერეის რეორგანიზება მოხდა და მის ბაზაზე სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაფუძნდა, სადაც თავი მოიყარა საქართველოს საისტორიო- საეთნოგრაფიო და ქართველთა შორისწერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების, აგრეთვე თბილისის უნივერსიტეტის ძველი ქართული ხელოვნების კოლექციებმა.

1933 წელს მუზეუმისათვის მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო შენობა,რის გამოც მომდევნო წლებში მას ხელოვნების მუზეუმ "მეტეხად" მოიხსენიებდნენ. მუზეუმის პირველი დირექტორი გახლდათ დიმიტრი შევარდნაძე.

1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლით 1921 წელს მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძური საქართველოს დაუბრუნდა, რომლის დიდი ნაწილიც ხელოვნების მუზეუმს გადაეცა.

1950 წლიდან მუზეუმი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმად იწოდებოდა. ამავე წელს მას გადასცეს შენობა, რომელშიც დღემდეა განთავსებული. ეს გახლავთ რუსული ამპირის სტილის ნაგებობა,რომელიც 1838 წელს აშენდა და მასში ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო განთავსებული.

მუზეუმის შემდგომი აღმავლობა მნიშვნელოვან წილად დაკავშირებულია მისი დირექტორის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან.

2004 წლიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია და მიმდინარე რეფორმების პირობებში კვლავაც განაგრძობს კოლექციების ექსპონირებას, კვლევასა და დაცვას.

მუზეუმის საგანძურში გამოფენილია ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის უნიკალური ნიმუშები. მნახველთა ყურადღებას იპყრობს ძველი ქართული კედლის მხატვრობა , ქართველ მხატვართა შედევრები, რუსული, ევროპულიდა აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლები.

Share