საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი

Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნის დღიდან ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქსელი, მისი გამოფენებით, კოლექციებითა და მრავალფეროვანი პროგრამებით მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია. დამთვალიერებელთა განსხვავებულ ჯგუფებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის შემეცნებით პროგრამაში ასევე ისარგებლონ სპეციალურად მომზადებული მასალით. 

მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებსა და შესაბამის შემეცნებით ლიტერატურას ამზადებს საგანმანათლებლო ცენტრი. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ მეცნიერები და განათლების სპეციალისტები. საგანმანათლებლო პროგრამები განსხვავებული ფორმატისაა: ერთჯერადი ან ციკლური, ჯგუფური ან ინდივიდუალური, გამოფენის თანმხლები, სეზონური ან რეგულარული. 

პროგრამებში მონაწილეობა ხდება საგანმანათლებლო ცენტრში წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ. დაწვრილებით ინფორმაციას პროგრამების შინაარსების, მათი ჩატარების ადგილის, დროისა და ხანგრძლივობის შესახებ მიიღებთ შემდეგ მისამართზე:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: +(995 32)  293 16 52
ფურცელაძის ქ. 3
თბილისი 0105

info@museum.ge