ციფრული გიდი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

12 მარტი 2019
Share

ეთნოგრაფიულ მუზეუმში დამთვალიერებელს ვთავაზობთ ციფრულ გიდს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

აპლიკაციის ფუნქციაა, მომხმარებელს მიაწოდოს აუდიო თუ ტექსტური ინფორმაცია ეთნოგრაფიული მუზეუმისა და იქ არსებული ეთნოგრაფიული სახლების შესახებ. აპლიკაცია გამორჩეულია იმითაც, რომ საინფორმაციო ტექსტს ახლავს თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლრუსთავის" შესრულებით.

მუზეუმში არსებული პლანშეტების საშუალებით დამთვალიერებელი დაასკანერებს სპეციალურ ნიშნებს, რომლებიც განთავსებულია ამა თუ იმ სახლის წინ და მიიღებს შესაბამის ინფორმაციას.

აპლიკაცია „არეალი" შექმნილია გაფართოებული რეალობის - Augmented Reality-ის პლატფორმაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში. 

ციფრული გიდის საფასური: 15 ლარი    

მისამართი: . ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის გზა 1.

 

ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)