გამოფენა “საქართველოს მომავლის შენება. . . საქართველოს წარსულის დაცვა”

30 ნოემბერი -0001 – 30 ნოემბერი -0001

საქართველოს მუზეუმი

2005 წელს, მას შემდეგ, რაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ექსპლუატაციაში შევიდა, BP-სა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, მოეწყო არქეოლოგიური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მილსადენის მშენებლობის დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა. გამოფენის სახელწოდება იყო "საქართველოს მომავლის შენება. . . საქართველოს წარსულის დაცვა" და მისი კონცეფცია და დიზაინი, განსხვავებულად წარმოაჩენდა საქართველოს ისტორიას, მის განვითარების გზებს, გარე სამყაროსთან ურთიერთობასა და ადგილს მსოფლიო ისტორიაში.  გამოფენა ერთი თვის მანძილზე მასპინძლობდა დამთვალიერებლებს.