ახალი ამბები

11 დეკემბერი 2018

"ოქროდ ქცეული სიბრძნე" - სპეციალური ტური

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენის "ოქროდ ქცეული სიბრძნე" ფარგლებში, დამთვალიერებელს სთავაზობს ექსპერიმენტის ავტორის ერმილე მაღრაძის და გამოფენის კურატორის, დოქტორის  ნინო ლორთქიფანიძის სპეციალურ ტურს. პარასკევი, 14 დეკემბერი, 15:30 საათი.
07 დეკემბერი 2018

წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. გახსნა: 11 დეკემბერი, 18:00 საათი.
06 დეკემბერი 2018

ედიშერ ჭელიძის ლექცია: „მცხეთა - ახალი იერუსალიმი"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორის ედიშერ ჭელიძის საჯარო ლექციაზე „მცხეთა - ახალი იერუსალიმი". ლექციის დრო: 11 დეკემბერი, 2018, 16:00 საათი. 
03 დეკემბერი 2018

გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე"

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 6 დეკემბრიდან, წარმოგიდგენთ გამოფენას „ოქროდ ქცეული სიბრძნე", რომელიც საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.
30 ნოემბერი 2018

უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, წარმოგიდგენთ უშანგი ხუმარაშვილის საუბილეო გამოფენას „უშანგი ხუმა 70". გამოფენის გახსნა: 4 დეკემბერი, 17:00 საათი.
30 ნოემბერი 2018

ნინო ბარნოვის საჯარო ლექცია: „ქართული დამწერლობის წარმოშობა და განვითარება; უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები; უძველესი ქართული ხელნაწერები“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის,  ნინო ბარნოვის საჯარო ლექციაზე: „ქართული დამწერლობის წარმოშობა და განვითარება; უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები; უძველესი  ქართული  ხელნაწერები". 
29 ნოემბერი 2018

კურატორის და არტისტის "საუბრები ფრიადზე"

30 ნოემბერს, 16:00 საათზე, გამოფენის „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე" ფარგლებში, გაიმართება კურატორის ლელა წიწუაშვილის და არტისტის ირმა შარიქაძის „საუბრები ფრიდაზე".
20 ნოემბერი 2018

ლია ბაგრატიონი - „შეშლილი ჩაის სმა"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, წარმოგიდგენთ ლია ბაგრატიონის ნამუშევრების გამოფენას „შეშლილი ჩაის სმა". გამოფენის გახსნა: 29 ნოემბერი, 19:00 საათი. 
20 ნოემბერი 2018

ზაზა სხირტლაძის საჯარო ლექცია: „ოშკისტაძრის ფრესკები - საქართველოს სამეფოს ხატოვანი მატიანე"

2018 წლის 27 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის პროფესორის, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის ზაზა სხირტლაძის საჯარო ლექციაზე „ოშკისტაძრის ფრესკები - საქართველოს სამეფოს ხატოვანი მატიანე".
16 ნოემბერი 2018

კახეთის კოლექციის რჩეული ნიმუშები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიღნაღის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „კახეთის კოლექციის რჩეული ნიმუშები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან.