საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია

Share

2007 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა საზოგადოებას განახლებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ 110 კაციანი აუდიტორია წარუდგინა.

ახალი აუდიტორია თავისი მულტიფუნქციურობით ბრიტანეთის მუზეუმის „BP -ის საკონფერენციო დარბაზის" ანალოგიურია. ის ლექციების, პრეზენტაციების, შეხვედრების, ფილმების ჩვენებების, კონცერტებისა და სესიებისათვის იდეალურ სივრცეს წარმოადგენს.  

გახსნის დღიდანვე აუდიტორია წარმატებით ასრულებს მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას - საზოგადოებასთან კავშირს. სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს საშუალება აქვთ მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების უახლეს მიღწევებს გაეცნონ, შეხვდნენ ცნობილ ადამიანებს და დაესწრნონ საინტერესო შეხვედრებს.

ეროვნული მუზეუმის აუდიტორიის პროექტი „BP საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რაც კერძო და სახელმწიფო სექტორთა თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. აუდიტორიის არქიტექტურული დიზაინი ფრანგულმა კომპანიამ "სტუდია მილუ"-მ მოამზადა. 

აუდიტორიის გახსნამ ხელი შეუწყო მუზეუმს, რათა განესაზღვრა საზოგადოების ინტელექტუალური მოთხოვნილებები, ინტერესები და შესაბამისი მიმართულებით წარემართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის განვითარება.

კონტაქტი:  +(995) 5 77 500 527