2005 წლის ანგარიში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობა მისი შექმნის დღიდან აქტიურად შუქდება ქვეყნის პრესისა და ტელევიზიის საშუალებით.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება საზოგადოებისთვის ახალი აღმოჩენების, სამეცნიერო კვლევების, საგამოფენო საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.შეიძლება ითქვას,რომ ეროვნული მუზეუმის შექმნამ ხელი შეუწყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, სამუზეუმო სივრცეში უკანასკნელ პერიოდში არსებული საინფორმაციო ვაკუუმის აღმოფხვრას.

2005 წელს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ პრესაში 172-ჯდაიბეჭდა ინფორმაცია ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ.პუბლიკაციები პარალელურად იბეჭდებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ჟურნალებში.

ქვემოთ წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ 2005 წელს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებული მასალების თაობაზე, საიდანაც ნათლად ჩანს,რაოდენ დიდია საზოგადოების ინტერესი სამუზეუმო ცხოვრებისადმი.

2005 წლის პრესის მონაცემები შესაძლებლობას გვაძლევს გავაანალიზოთ ეროვნული მუზეუმის საქმიანობა და გავაუმჯობესოთ საზოგადოებისათვის   ინფორმაციის მიწოდების ინტენსიობა. 

მიმაგრებული დოკუმენტები :
გადმოწერეთ სრული ანგარიში