მისია და ხედვა

Share

ჩვენი ხედვა: ვიყოთ მსოფლიო დონის მუზეუმი, რომელიც ატარებს სამეცნიერო კვლევებს, ეწევა საგანმანათლებლო - საზოგადოებრივ საქმიანობას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაშიც.

ჩვენი მისია: ქართველებისა და სხვა ერების წარსულისა და აწმყოს შესწავლა, ასევე ბუნებრივი ძეგლების დაცვა, კვლევა, პოპულარიზაცია და საზოგადოებისათვის მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენი ფასეულობანი:

  • ფინანსურად უზრუნველვყოფთ თანამშრომლების ინტელექტუალური პოტენციალის სრულად რეალიზებას მათი მუდმივი პროფესიული გადამზადებით.
  • ჩვენ ვმუშაობთ მაღალ პროფესიულ დონეზე და მუზეუმში მოსულ ადამიანს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ.
  • ინოვაციადამუდმივიგანახლება. ხელს ვუწყობთ ჩვენს საქმიანობაში გაბედული, ინოვაციური იდეების დანერგვასა და სერვისის მუდმივ განახლებას
  • უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი საქმიანობა საზოგადოების განათლებასა და მისთვის ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებას ემსახურება
  • ინსტიტუციის განვითარებაპარტნიორებთანთანამშრომლობისგზით
  • ეროვნული მუზეუმის კოლექციების უფრო სრულყოფილად აღქმის შესაძლებლობის გაზრდის მიზნით ვავითარებთ სხვა მუზეუმებთან, ორგანიზაციებსა და პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობას.
  • ჩვენ უზრუნველყოფთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს მუზეუმის ყველათანამშრომლისა და ვიზიტორისათვის. ხელს ვუწყობთ თანამშრომლების ეფექტურ გუნდურ საქმიანობასა და მათ შეუზღუდავ ურთიერთკავშირს.

ეროვნული მუზეუმის დაარსება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სტრუქტურული, ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების საწყისად მიიჩნევა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე მენეჯმენტის განხორციელებას, ერთიანი ადმინისტრირების სისტემისა და სამუზეუმო პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, კოლექციების უკეთ დასაცავად უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო საქმანობის გაფართოებას, აკადემიური და სამუზეუმო საქმიანობის კოორდინირებას.