გამოფენა „მზერა კულტურული მემკვიდრეობისაკენ - იუნესკოს მიერ დაცული იტალიური კულტურის ძეგლთა 150 წლიანი ფოტოები ”

22 მარტი 2012
Share

2012 წლის 22 მარტს, 15.00 საათზე,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება ფოტო გამოფენა ”მზერა  კულტურული მემკვიდრეობისაკენ -იუნესკოს მიერ დაცული იტალიური კულტურის ძეგლთა150  წლიანი ფოტოები ”.

გამოფენა,რომელზეც წარმოდგენილია იტალიის კულტურული მემკვიდრეობის უძველესი და თანამედროვე ფოტოები აღიარებული, როგორც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობა, დაასრულებს იტალიის გაერთიანებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებათა ციკლს საქართველოში.

გამოფენილი ნამუშევრები - ძველებური ბარათები თუ მეცხრამეტე საუკუნის 50 -ანი წლების ფოტოები, სტერეოსკოპიული გამოსახულებები თუ საჰაერო ფოტოსურათები, თანამედროვე ფოტოებთან ერთად - ნათლად ასახავენ იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრესა და განსაკურებულობას.

გამოფენა ორგანიზებულია კატალოგიზაციისა და დოკუმენტაციის ცენტრალური ინსტიტუტისა და იტალიის კულტურის სამინისტროს მიერ იტალიის საგარეო საქმეთა სამინიტროსთან თანამშრომლობით.

გამოფენა გაგრძელდება 2012 წლის 1 აპრილამდე.

მისამართი: რუსთაველის გამზირი 3