პროგრამა „პროტორენესანსიდან კლასიციზმამდე - ინოვაციური გზით"

03 ივნისი 2019
Share

გამოფენის „IMMAGICA - მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში" ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის საგანამანათლებლო ცენტრი, გთავაზობთ საგანამათლებლო პროგრამას „პროტორენესანსიდან კლასიციზმამდე - ინოვაციური გზით". 

პროგრამის მონაწილეები იხილავენ იტალიური ხელოვნების ნიმუშებს ჯოტოდან კანოვამდე, გაეცნობიან აღორძინების ხანის სხვადასხვა პერიოდის - პროტორენესანის, ადრეული და მაღალი რენესანსისა და კლასიციზმის ნიმუშებს. სენსორული ეკრანების გამოყენებით მოხდება წარმოდგენილ ნამუშევრებზე დაკვირვება და მსჯელობა, VR ტექნოლოგიების საშუალებით მონაწილეები გაეცნობიან ვედუტების ჟანრს.

პროგრამის დასაწყისი: 4 ივნისი

პროგრამა განკუთვნილია: 10-16  წლის მოსწავლეთათვის

ჩატარების დრო: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 

პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი

პროგრამის ღირებულება: 20 მონაწილემდე ჯგუფი - 60 ლარი

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:  599 757 871

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N3, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე.