გიწვევთ მოხალისეებს ეროვნულ მუზეუმში!

08 მაისი 2019
Share

16-26 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალს. ფესტივალის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენები, ვუმასპინძლებთ იტალიურ მულტიმედიურ პროექტს, მარკების გამოფენას, რომელიც საქართველოს ისტორიას მოგვითხრობს; ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაცია, მოეწყობა საჯარო ლექციები და სხვა. 18 მაისს გაიმართება აქცია „ღამე მუზეუმში“. 

ფესტივალის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ამ პერიოდში, ვიზიტორთა დინამიკა დიდია. ამასთან დაკავშირებით, ტრადიციულად ვიწვევთ მოხალისეებს ფესტივალის საორგანიზაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად (თბილისის მუზეუმებში).  

მოხალისეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 18 მაისს, აქციის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, როდესაც ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს უმასპინძლებს ღამის 01:00 საათამდე.

მოხალისეებს დაევალებათ:

  • დამთვალიერებელთა მიღება და აღრიცხვა
  • დამთვალიერებელთა გამოკითხვა სპეციალურად მომზადებული ანკეტების მიხედვით
  • დამთვალიერებელთა რიგის რეგულირება
  • საგანმანათელბლო პროგრამების წარმართვა
  • საგამოფენო სივრცეების მეთვალყურეობა

თითოეულ მოხალისეს მუზეუმში დროის სასიამოვნოდ გატარებას ვპირდებით, ვუმასპინძლებთ მუზეუმის კულისებში, ფესტივალის ბოლოს კი გადავცემთ სიგელებსა და სიმბოლურ საჩუქრებს. 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 მაისი | 18:00 

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://tiny.cc/j7pb6y

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ 2 99 71 76 ან მოგვწერეთ GNMuseuminternship@gmail.com