საბუკო მუზეუმში - 20 აპრილი

17 აპრილი 2019
Share

20 აპრილს, 11:00-დან 17:00 საათამდე, გიწვევთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზე, სადაც საბუკო მოგიყვებათ სხვადასხვა სახეობის ფრინველების ბუდეებსა და კვერცხებზე.

მუზეუმის ეზოში გაიმართება სახალისო აქტივობები - დაამზადებთ ბუდეებს, შეღებავთ კვერცხებს, დახატავთ დ გამოჭრით ფრინველებს.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.