ლაშა ბაქრაძის ლექცია „მწერალი და ძალაუფლება“

02 აპრილი 2019
Share

გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ 6 აპრილს დასრულდება.

გამოფენის დახურვის დღეს, საჯარო ლექციათა ციკლს დაასრულებს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე თემით „მწერალი და ძალაუფლება“.

ლექციაზე საუბარი იქნება, თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლება მწერლობის იდეოლოგიურ სამსახურში ჩაყენებას, აკაკი ბაქრაძის ტერმინით - „მწერლობის მოთვინიერებას“; როგორ აისახა ხელისუფლების ძალადობა ქართულ მწერლობაზე და ზოგადად, რით განსხვავდება საბჭოთა ტოტალიტარიზმი სხვა ტოტალიტარული იდეოლოგიებისგან.

ლექციის დრო: 6 აპრილი, 16:00 საათი

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!