კონკურსი საკურატორო გამოფენებისთვის

01 აპრილი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საკურატორო გამოფენებისთვის.

კონკურსის მიზანი:

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ქართველი ხელოვანებისა და კურატორებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული პროექტი
  • ერთი გამარჯვებული პროექტისათვის განსაზღვრულია 8000ლარი (ყველა გადასახადის გათვალისწინებით)
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს (ა(ა)იპ, შპს, ინდ. მეწარმე)
  • კონცეფციის ავტორი უნდა იყოს კურატორი ან ხელოვანი საქართველოდან.
  • გამოფენაში მონაწილე მხატვრები, შესაძლებელია იყვნენ, როგორც ქართველი ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
  • გამარჯვებული პროექტების კურატორებს, ექნებათ გამოფენის გამართვის შესაძლებლობა „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" სივრცეში (სექტემბერი-ოქტომბერი)
  • გალერეა გამოყოფს სივრცეს და უზრუნველყოფს მუზეუმის ხელთ არსებული ტექნიკური აღჭურვილობით (დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით).
  • ფოტოგადაღება და ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს გამარჯვებული პროექტის კურატორმა.

კონკურსის ვადები:

კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელია 2019 წლის 2 აპრილიდან - 12 მაისის ჩათვლით გამოცხადებულ ვადებში.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პროექტის კონცეფცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე, მაქსიმუმ 500 სიტყვა);
  • კურატორსა და არტისტებს შორის საავტორო უფლებათა შესახებ შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • მონაწილე მხატვრების ბიოგრაფიები და პორტფოლიოები;
  • გამოფენის ექსპოზიციის აღწერა და ვიზუალიზაცია;
  • შესრულების გრაფიკი;
  • დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (თანადაფინანსების შემთხვევაში, ბიუჯეტში უნდა აისახოს სეგმენტი); გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბიუჯეტში უნდა გაიწეროს როგორც სარეკლამო ბეჭდური პროდუქცია, ფოტოგადაღება, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურეობა, ასევე ჰონორარები.
  • ბიუჯეტის შესაბამისი ინვოისები (ბაზრის კვლევა). 

 განაცხადების მიღება:

  • კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გაერთიანებული ერთ PDF ფორმატში, სახელწოდებაში „exhibition" მითითებით.
  • არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, პროექტი არ მიიღება განსახილველად.
  • ყველა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: thmcag@gmail.com
  • ელექტრონულ მისამართზე დადასტურების მიღების გარეშე, განაცხადი არ ჩაითვლება მიღებულად.
  • 2019 წლის 12 მაისის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება განსახილველად.
  • კონკურსში შემოსულ პროექტებს განიხილავს მოწვეულ ექსპერტთა კომისია.

პროგრამის კოორდინატორი: ლიკა მამაცაშვილი - 577 792 581;

10 აპრილი  14:00 - 16:00 საათი

17 აპრილი  14:00 - 16:00 საათი

24 აპრილი  14:00 - 16:00 საათი

კონსულტაციები ჩატარდება თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა).

მისამართისიონის . 8

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2 92 32 27.

* კონკურსი არ ითვალისწინებს მის ფარგლებში მატერიალური აქტივების შეძენას. ასევე, არგულისხმობს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

** კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ტიპის საბიუჯეტო ხარჯების მოთხოვნა: ჰონორარები (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), მომზადებისათვის საჭირო მასალები, ტექნიკური მომსახურება, ბეჭდვა.