არქეოლოგიური ოთხშაბათობები 2019

13 მარტი 2019
Share

20 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი და მუზეუმის არქეოლოგიის მიმართულების სამეცნიერო საბჭო წარმოგიდგენთ გაფართოებულ სხდომა-კონფერენციებს - ,,არქეოლოგიური ოთხშაბათობები".

სხდომებს წარმართავს გელა გამყრელიძე.

 ***

20 მარტი

1. ნინო სულავა. არქეოლოგია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (კოლხური ბრინჯაოს კულტურის გამო).

2. რევაზ პაპუაშვილი. ორსანტიას და ცვანეს დიხაგუძუბები (მსგავსება და განსხვავება).   

27 მარტი

1. გიორგი მინდიაშვილი, ირაკლი სოზიაშვილი. გუდაბერტყას მტკვარ-არაქსული ნამოსახლარი.

2. ქეთევან რამიშვილი. ღორის ქანდაკება მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან.

3 აპრილი

1. გიორგი მინდიაშვილი, ირაკლი სოზიაშვილი. არქეოლოგიური სიახლეები გორის ციხიდან.

2. მიხეილ აბრამიშვილი. თრიალეთის კულტურა და ეგეოსური ცივილიზაცია რაზე მიუთითებს არქეოგენეტიკური და რადიოკარბონული მონაცემები.

10 აპრილი

1. ანა ჭყონია. ოქროს საკიდების ერთი ჯგუფის შესწავლისათვის.

2. ანა გაბუნია. ლურჯი მინის მრავალწახნაგები ნასტაგისის სამაროვნიდან.

17 აპრილი

1. ირინე ღამბაშიძე. ინოვაციური ტექნოლოგიები უძველესი ლითონების წარმოებაში ძვ.წ. VI-IV ათასწლეულებში.  

2. ჯონი აბულაძე, დიმიტრი ჟვანია, საბა ჯოხაძე. პიეტრელეს (რუმინეთი) არქეოლოგიური ექსპედიციის შესახებ (2007-2019 წლებში მუშაობის შედეგების მოკლე მიმოხილვა).

3. ნინო სულავა, ნინო ოქრუაშვილი. უძველესი მეტალურგიული ქურების რეკონსტრუქცია (მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ცაგერის ისტორიული მუზეუმის მასალების მიხედვით).

 

სხდომები ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში
მისამართი: ფურცელაძის ქ. # 1.