ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი - საქართველოს დამფუძნებელი კრება

11 მარტი 2019
Share

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავი 2019 წლის 12 მარტს აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საჯარო ლექცია და პოსტერების გამოფენა სახელწოდებით „ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი - საქართველოს დამფუძნებელი კრება", სადაც ფოტოების, ტექსტებისა და დოკუმენტების საშუალებით მოთხრობილი იქნება ქართული პარლამენტარიზმის ისტორია.

12 მარტი

16:00 - პროფესორ ოთარ ჯანელიძის ლექცია
(ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა.ფურცელაძის ქ. 1).

17:00 - პოსტერების გამოფენა
(სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3)

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!