ზაზა სხირტლაძის საჯარო ლექცია: „ოშკისტაძრის ფრესკები - საქართველოს სამეფოს ხატოვანი მატიანე"

20 ნოემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის პროფესორის, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის ზაზა სხირტლაძის საჯარო ლექციაზე „ოშკისტაძრის ფრესკები - საქართველოს სამეფოს ხატოვანი მატიანე".

დავით კურაპალატის (†1001) და ბაგრატ მაგისტროსის (†966) მიერ 963-976 წლებში აგებული ოშკის ტაძარი თავისი წარწერებით, რელიეფებითა და ფრესკებით X საუკუნის მიწურულის - XI საუკუნის დასაწყისის საქართველოს სამეფო კართან დაკავშირებული მოვლენების ერთგვარ წერილობით და ხატოვან ქრონიკას წარმოადგენს. ტაძრის 1036 წელს შესრულებულ მოხატულობაში ჩართული სცენა XI საუკუნის პირველი მესამედის ისტორიულ მოვლენებთან უნდა იყოს დაკავშირებული. იგი ნაწილი იყო იმ პროგრამისა, რომელიც უკვდავყოფდა ტაო-კლარჯეთის ქართული სამეფოს დიდებას და წარმოაჩენდა მის ძალმოსილებას.

მოხსენებაში განხილულია ტაძრის ფრესკებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები.

ლექციის დრო: 27 ნოემბერი, 2018, 16:00 საათი. 

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!