საერთაშორისო კონფერენცია: „იდენტობა და კულტურა: კლოდ ლევი სტროსის მემკვიდრეობა"

21 მაისი 2012
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი 2012 წლის 23 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციათა ციკლზე: „იდენტობა და კულტურა: კლოდ ლევი სტროსის მემკვიდრეობა".

მოხსენებებს წაიკითხავს პროფესორი ჟან-პიერ მოენი.

11: 00 სთ. - საუბრები კლოდ ლევი-სტროსთან

15:00 სთ. - ადამიანის ისტორიის ახალი მუზეუმი პარიზში.

პროფესორი ჟან-პიერ მოენი გახლავთ სენ-ჟერმენ ენ ლეს ეროვნული სიძველეების მუზეუმის ყოფილი კონსერვატორი, საფრანგეთის მუზეუმების კვლევისა და რესტავრაციის ცენტრის დირექტორი და კე ბრანლის მუზეუმის კოლექციებისა

და მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი; ამჟამად იგი ხელმძღვანელობს ადამიანის მუზეუმის განახლების სამუშაოებს.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1.