გამოფენა „უკრაინა და საქართველო, ფასეულობები ტრადიციებში"

10 აპრილი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ გამოფენაზე „უკრაინა და საქართველო, ფასეულობები ტრადიციებში" თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინელი მხატვრის ოდარკა დემა-პისნას მიერ საქართველოს თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, ასევე, ფოტოხელოვან ეკატერინა კიპერის ნამუშევრები, რომლებიც ფოტოგრაფის საქართველოში ერთთვიან მოგზაურობას ასახავს.

გამოფენა უკრაინა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის ასი წლის იუბილეს ეძღვნება.

გახსნა: 12 აპრილი, 18:00 საათი

ხანგრძლივობა: 12-22 აპრილი, 2018

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

***

ოდარკა დიომა-პისნა, უკრაინელი მხატვარი. დაიბადა 1990 წელს ქალაქ უმანში. დაამთავრა უმანის გიმნაზია, შემდგომ კი ტარას შევჩენკოს სახელობის ფილოლოგიის ინსტიტუტი. არის მსოფლიოში ცნობილი Musa International Art Space - ის მონაწილე, არაერთხელ დაიბეჭდა კატალოგებში  “We Contemporary” და “Woman Essence”.

ეკატერინე კიპერი,უკრაინელი ფოტოგრაფი. დაიბადა 1985 წელს ქალაქ ოდესაში. დაამთავრა The Art Institute of Fort Lauderdale. Florida, ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი; არის ჟურნალისტთა კავშირის წევრი;  დაკავებულია Travel ფოტოგრაფიით.