ჩაერთე არქეოლოგიურ გათხრებში!

20 მარტი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის შემსწავლელი კვლევითი ჯგუფი სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობის მიღებას არქეოლოგიურ გათხრებში.

2018 წელს ცუცხვათის მღვიმოვანში დაგეგმილია ორი არქეოლოგიური ექსპედიცია: ივნის-ივლისსა და სექტემბერში.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა) შემდეგ მისამართზე: nikoloztsikaridze@gmail.com

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 აპრილი

  • გათხრებში მონაწილეობის ხანგრძლივობა 7-10 დღე.
  • პრიორიტეტი მიენიჭება: არქეოლოგიის, ისტორიის, გეოლოგიის, ბიოლოგიის (ეკოლოგიის, ანატომიის), ანთროპოლოგიისა და სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალობის სტუდენტებს.
  • სტუდენტების ექსპედიციაში მონაწილეობა ოფიციალურად იქნება შეთანხმებული და გაფორმებული უნივერსიტეტების შესაბამის კათედრებთან.
  • მეორე ეტაპზე გადასული სტუდენტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
  • შერჩეული სტუდენტები გაივლიან, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მომზადებას.

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექსპედიციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ წიქარიძეს - 595 250 546

გისურვებთ წარმატებას!