ლუკა არაბიძის გამოფენა „დისკომუნიკაცია"

16 მარტი 2018

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ლუკა არაბიძის გამოფენას სახელწოდებით ,,დისკომუნიკაცია" თბილისის ისტორიის მუზეუმში. 


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი დიდი ზომის ნამუშევარი და ვიდეოარტი, რომელთაც აერთიანებს ერთი თემატიკა - 14 წლის ავტორის სუბიექტური დამოკიდებულება დიდი ქალაქისა და სივრცის მიმართ. 

მხატვრის მთავარი თემაა ქალაქი მაღალი კორპუსებით, ქაოსითა და გაურკვევლობით - ადგილი, სადაც ხშირად იკარგება, ქრება ხმები, აზრები და იდეები. პროექტის კონცეფცია აგებულია გაგების ფსიქოლოგიაზე დიდ ქალაქში, იქ, სადაც სანამ არ გაიზრდები არ მოგისმენენ. მასში ყველაფერი ერთფეროვანი და სტანდარტულია - სახლები, ფანჯრები, ადამიანები ამ სახლებსა და ფანჯრებს მიღმა. 

ლუკა არაბიძეს ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა საქართველოში. ასევე, მონაწილეობდა თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში (2011). 

გამოფენის გახსნა: 23 მარტი, 18:00 საათი 
გამოფენის ხანგრძლივობა: 23 მარტი - 1 აპრილი, 2018
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!

მომდევნო დღეებში ბილეთის საფასური:
მოზრდილი 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი) და საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის. 

*მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.