განახლებული ექსპოზიცია მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში

12 მარტი 2018
Share

15 მარტიდან, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის დროებით ექსპოზიციაში ჩაერთვება ირაკლი თოიძის მიერ 1924 წელს შესრულებული ალექსანდრა (შურა) თოიძის პორტრეტი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.

შურა თოიძე მხატვარ მოსე თოიძის ქალიშვილია. ის იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რომელმაც 28 წლის მანძილზე 40-მდე როლი განასახიერა. მან დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოშიც, აღსანიშნავია მისი „ცეკვა ქართული" ილიკო სუხიშვილთან ერთად ფილმში „ქეთო და კოტე".

მისამართი: მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი, მიტროფანე ლაღიძის ქ. 12
სახლ-მუზეუმში სტუმრობისთვის დაგეგმეთ ვიზიტი: 599 131-931