რიტა ხაჩატურიანის ნამუშევრების გამოფენა „შიში"

29 იანვარი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ რიტა ხაჩატურიანის ნამუშევრების გამოფენას „შიში" თბილისის ისტორიის მუზეუმში. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 100 ნამუშევარი, რომლებიც ერთიანდება თემით „შიში". ექსპოზიციაზე წარმოდგენილ თითოეულ ნამუშევარში დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვრის კონცეპტუალურ ძიებებსა და მიგნებებს. 

გამოფენის გახსნა: 2 თებერვალი, 17:00 
გამოფენის ხანგრძლივობა: 2 თებერვალი - 24 თებერვალი, 2018
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8