განცხადება

29 დეკემბერი 2017
Share

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი ეხმაურება  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტს.

დაკავებულ პირებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შინაგანაწესისა და დაკავებული თანამდებობების გათვალისწინებით, არ ჰქონდათ უფლება მოემზადებინათ რაიმე სახის საექსპერტო დასკვნა, ფერწერული ტილოს ავთენტურობასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი არცერთი დაწესებულება არ ახორციელებს ნივთების ექსპერტიზასა და განსაკუთრებით მათ შეფასებას.

ასევე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმის დამტკიცებული შინაგანაწესით, მუზეუმის თანამშრომლებს ეკრძალებათ ისეთ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, რაც დაკავშირებულია კულტურული ფასეულობების და/ან სამუზეუმო ექსპონატების ასლების ყიდვა-გაყიდვასთან და საშუამავლო გარიგებებთან.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი ემიჯნება და გმობს ასეთი ტიპის ნებისმიერ ქმედებას და მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.