ლექცია ,,ისლამური ქსოვილები მესტიის მუზეუმიდან"

09 ოქტომბერი 2017
Share

2017 წლის 12 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სვანეთის მუზეუმში გაიმართება რუსუდან ქოჩქიანისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია ,,ისლამური ქსოვილები მესტიის მუზეუმიდან". ავტორები: ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ბარი ფლადი და ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი ირინე კოშორიძე.  

დასწრება თავისუფალია!

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.

მისამართი: მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7